აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სახის ნიღაბი Golden Caviar 1272 ბიოდროგა - Biodroga

#104691_3893
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიBiodroga - ბიოდროგა
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოკლე აღწერა
სახის ნიღაბი Golden Caviar პრემიუმ შემადგენლობის ნაჭრის ნიღაბი, რომელიც გაჯერებულია ხიზილალის ექსტრაქტითა და მაღალხარისხიანი ბიოტექნოლოგიური ინგრედიენტებით.
25.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სახის ნიღაბი Golden Caviar ბიოდროგა - Biodroga 

პრემიუმ შემადგენლობის ნაჭრის ნიღაბი, რომელიც გაჯერებულია ხიზილალის ექსტრაქტითა და მაღალხარისხიანი ბიოტექნოლოგიური ინგრედიენტებით. ნაზი ცელულოზას ქსოვილი იდეალურად ერგება სახის კონტურებს, ინტენსიურად ატენიანებს და აცოცხლებს კანს. ფორმულა ხელს უწყობს წვრილი ხაზებისა და ნაოჭების ვიზუალურად შემცირებას, აუმჯობესებს კანის ტონუსს და ანიჭებს კანს ნათელ, განახლებულ იერს.  

აქტიური ინგრედიენტები

ხიზილალის ექსტრაქტი: კვებავს, აუმჯობესებს ელასტიკურობას და ანიჭებს კანს ლუქს მოვლის ეფექტს 

რეტინალი: ხელს უწყობს კანის განახლებას და ნაოჭების შემცირებას 

ჰიალურონის მჟავა: უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას 

ალოე ვერა: ამშვიდებს და ატენიანებს კანს 

შავი ბაბუაწვერას ყვავილის ექსტრაქტი: ანტიოქსიდანტური და დამცავი მოქმედება 

კანის ტიპი  

ყველა ტიპის კანი, განსაკუთრებით მშრალი, ასაკობრივი და ტონუსდაკარგული კანისთვის.  

გამოყენების წესი   

  • დაიტანეთ სახის ნიღაბი წინასწარ გაწმენდილ კანზე და ნაზად მოარგეთ სახის კონტურებს. 
  • გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.
  • შემდეგ მოიხსენით ნიღაბი და დარჩენილი პროდუქტი ნაზად შეიზილეთ.  

ინგრედიენტები   

AQUA (WATER), PENTYLENE GLYCOL, GLYCERIN, CAVIAR EXTRACT, SAMBUCUS NIGRA FLOWER EXTRACT, PHYTOL, ADIANTUM CAPILLUS-VENERIS LEAF EXTRACT, SODIUM ACETYLATED HYALURONATE, RETINAL, SODIUM HYALURONATE, CHONDRUS CRISPUS POWDER, ALOE BARBADENSIS LEAF JUICE POWDER, GLYCERYL CAPRYLATE, POLYGLYCERYL-4 CAPRATE, HYDROXYACETOPHENONE, ISOMALT, CAPRYLYL/CAPRYL GLUCOSIDE, BIOSACCHARIDE GUM-1, SODIUM LEVULINATE, MALTODEXTRIN, CITRIC ACID, p-ANISIC ACID, DECYL ALCOHOL, PARFUM (FRAGRANCE).  

მოცულობა  

16 მლ 

სერიის შესახებ ინფორმაცია 

Sheet Mask 

ბრენდის შესახებ ინფორმაცია 

Biodroga წარმოადგენს გერმანულ პრემიუმ ხარისხის ბრენდს, რომელიც 1959 წლიდან ქმნის პროფესიონალური კანის მოვლის საშუალებებს Baden-Baden-ში, შვარცვალდის ტყის უნიკალური მცენარეული კომპლექსების გამოყენებით. ბრენდის დამფუძნებლებმა Walter Friedmann-მა და კოსმეტოლოგმა Rosel Heim-მა შექმნეს კანის მოვლის ერთ-ერთი პირველი სერიული სისტემა, რომელიც მორგებული იყო სხვადასხვა კანის ტიპის საჭიროებებე. 

ბრენდის სახელწოდება წარმოიშვა ორი ელემენტისგან – “bio” (ბუნებრივი) და “droga” (მცენარეული კომპონენტები). ეს ასახავს Biodroga-ს ფილოსოფიას – ბუნებისა და მეცნიერების ჰარმონიული შერწყმა.