| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | COSRX - კოსარექსი |
| ბრენდის ქვეყანა |
ნაჭრის ნიღაბი ჰიალურონი 5 PDRN კოსარექსი - COSRX
იტენსიური მოქმედების ჰიდროგელის სახის ნიღაბი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებასა და აღდგენას. ფორმულაში შემავალი PDRN (Polydeoxyribonucleotide) ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და დაზიანებული უბნების აღდგენას, ხოლო ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს ღრმა და ხანგრძლივ დატენიანებას, ამცირებს სიმშრალეს და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. ჰიდროგელის ტექსტურა მჭიდროდ ეკვრის კანს, რაც უზრუნველყოფს აქტიური ინგრედიენტების მაქსიმალურ შეწოვას. ნიღაბი ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ამცირებს სიწითლეს და ტოვებს კანს რბილს, გლუვსა და დატენიანებულს. იდეალურია სწრაფი მოვლისთვის, როცა კანს სჭირდება ინტენსიური აღდგენა.
ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით მშრალი, დეჰიდრატირებული და მგრძნობიარე კანისთვის
ჰიპოალერგიული ფორმულა, არაკომედოგენური. არ შეიცავს პარაბენებს, ალკოჰოლსა და ხელოვნურ არომატიზატორებს.
3 ცალი
ეს ხაზი შექმნილია კანის ღრმა აღდგენის, დამშვიდებისა და ბარიერის გასაძლიერებლად. ხაზის მთავარი აქტიური ინგრედიენტი — PDRN (Polydeoxyribonucleotide) — ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, უჯრედების განახლებას და დაზიანებული კანის აღდგენას, ხოლო ვიტამინი B5 (პანთენოლი) უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას და ამცირებს სიწითლესა და გაღიზიანებას. სერია განსაკუთრებით ეფექტურია მგრძნობიარე, დასუსტებული და სტრესირებული კანისთვის. პროდუქტი ამშვიდებს კანს, აძლიერებს მის ბუნებრივ დამცავ ბარიერს და ხელს უწყობს ჯანსაღი, ელასტიური და ბზინვარე იერის აღდგენას. ფორმულები მინიმალისტურია, ჰიპოალერგიული და არ შეიცავს გამაღიზიანებელ კომპონენტებს, რაც მათ იდეალურს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის.
COSRX არის სამხრეთ კორეული ბრენდი, რომელიც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში თავისი მაღალი ხარისხის, ეფექტური და კანის პრობლემებზე ორიენტირებული პროდუქტებით. ბრენდის სახელი მოდის სიტყვებისგან “COSmetics + RX (Prescription)”, რაც ხაზს უსვამს კოსმეტიკური საშუალებების სამედიცინო და სამეცნიერო საფუძველს.
სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: სახის ნიღაბი კოლგენი 3 ცალი 34 გ 7232 კოსარექსი - COSRX