აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლოსიონ-სპრეი Cicabio 40 მლ 0225 ბიოდერმა - Bioderma

#102685_2050
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიBioderma - ბიოდერმა
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოკლე აღწერა
ლოსიონი სპრეი Cica, არის გამშრობი, აღმდგენი საშუალება ტენიანი ან მაცერაციისკენ მიდრეკილი კანისთვის. ნაზად ამშვიდებს, ამცირებს ქავილს და უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ დაცვას. 40 მლ.
34.00₾
68.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ლოსიონი სპრეი Cica ბიოდერმა - Bioderma 

Cicabio ლოსიონი სპრეი შექმნილია დასუსტებული, ტენიანი ან გამონადენიან კანის მოვლისთვის. მინერალური ფხვნილები უზრუნველყოფენ ეფექტურ გამოშრობას, ANTALGICINE™ ამშვიდებს და ამცირებს ქავილის სურვილს, ხოლო სპილენძისა და თუთიის შემცველობა უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ დაცვას. პროდუქტი მარტივად გამოიყენება, არ ტოვებს თეთრ ლაქებს და მაღალტოლერანტულია მგრძნობიარე კანისთვის.

კანის ტიპი 

ტენიანი, მაცერაციისკენ მიდრეკილი, დაზიანებული კანი; ბავშვი, მოზრდილი, ჩვილი (3 თვის ზემოთ)

გამოყენების წესი

  • გამოიყენეთ დღეში 2–3-ჯერ.
  • ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი.
  • გაწმენდის შემდეგ შეისხურეთ ადგილობრივად.
  • სახეზე წასმამდე შეისხურეთ ხელზე ან ბამბის დისკზე.
  • გამოიყენება მოზრდილებში, ბავშვებში და ჩვილებში (3 თვის ზემოთ).
  • მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს.
  • არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე ან ექსუდატზე.
  • 36 თვემდე ასაკის ბავშვებში ან გაღიზიანების გაგრძელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ინგრედიენტები

ჰიალურონის მჟავა – ატენიანებს და ხელს უწყობს ეპიდერმისის აღდგენას.

სპილენძი და თუთია – ანტიბაქტერიული დაცვის უზრუნველყოფა.

სილიკა და თუთიის ოქსიდი – აშრობს გამონადენის მქონე ჭრილობებს.

არ შეიცავს პარფიუმს.

ტესტირებულია დერმატოლოგიური და პედიატრიული მეთვალყურეობის ქვეშ.

მოცულობა 

40 მლ.

ხაზის შესახებ ინფორმაცია

Cicabio ხაზი შექმნილია დაზიანებული, გაღიზიანებული და დასუსტებული კანის აღდგენისათვის. პროდუქცია აჩქარებს კანის ბუნებრივ რეგენერაციას, ამცირებს დისკომფორტს, იცავს კანის ბარიერს და უზრუნველყოფს ეფექტურ დასველებულ ან მაცერაციულ კანის მოვლას.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Bioderma ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც დაარსდა 1970 წელს, დოქტორ ჟან-ნიკოლა ტრუვეს მიერ. დაარსების დღიდან დღემდე ბიოდერმას მიზანია, იპოვოს ბალანსი კანის ბუნებრივ პროცესებს შორის და შექმნას პროდუქტები, რომლებიც ამ პროცესებს სათანადოდ დაუჭერს მხარს. 

სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: სახის კრემი Cica+ 40 მლ ბიოდერმა - Bioderma