| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Sali di ischia - სალი დი ისკია |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოცულობა | 50 მლ |
სახის კრემი ცხიმიანი კანისთვის სალი დი ისკია - Sali di ischia
სახის კრემი ხასიათდება ცხიმის გამოყოფის მარეგულირებელი მოქმედებით. სპეციალური ფორმულა, რომელიც შეიცავს სალიცილის მჟავას, ასტაბილურებს ცხიმის გამომუშავებას, ასუფთავებს ფორებს, განსაკუთრებით კი ყველაზე ცხიმიან T-ზონას (ნიკაპი, ცხვირი და შუბლი). კანის ნაკლოვანებები მინიმუმამდე მცირდება, ენიჭება სიგლუვე და ფერი ხდება თანაბარი და ერთგვაროვანი, ქრება არაჯანსაღი ბზინვარება. ცხიმის მარეგულირებელი მოქმედება მატირების ეფექტით აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ამცირებს გამოხატულ ნაკლოვანებებს. იდეალურია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. არაკომედოგენურია - არ ახშობს ფორებს. აქვს უნიკალური ფორმულა, რომელიც მდიდარია ცხიმის შთამნთქმელი ნაწილაკებით, მოქმედებს ცხიმის რეგულირებაზე. აქვს მატონიზირებელი ეფექტი.
განკუთვნილია კომბინირებული, ცხიმიანი და პრობლემული კანისთვის.
სალიცილის მჟავა (BHA) - სებომარეგულირებელი ინგრედიენტი - ცხიმში ხსნადი ამქერცლავი საშუალება, რომელიც აღწევს ფორებში, ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმისა და მკვდარი კანის უჯრედების მოცილებას, ამცირებს შავ წერტილებს, აკნეს და ჭარბ ბზინვარებას.
ტოკოფეროლი (ვიტამინი E) - ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, ხელს უწყობს კანის ბარიერის აღდგენას.
არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინს, გმო-ს.
AQUA, CYCLOPENTASILOXANE, DIMETHICONE, POLYPROPYLENE, BUTYLENE GLYCOL, DIMETHICONE/VINYL DIMETHICONE CROSSPOLYMER, LAURYL PEG-9 POLYDIMETHYLSILOXYETHYL DIMETHICONE, SODIUM CHLORIDE, CETYL TRIMETHOXYSILANE, VINYL DIMETHICONE/METHICONE SILSESQUIOXANE CROSSPOLYMER, SALICYLIC ACID, PEG/PPG-19/19 DIMETHICONE, PHENOXYETHANOL, PARFUM, ETHYLHEXYLGLYCERIN, HEX YL CINNAMAL, BENZYL SALICYLATE, LINALOOL, TOCOPHEROL, SODIUM BICARBONATE, POTASSIUM IODIDE, POTASSIUM BROMIDE, MAGNESIUM SULFATE.
50 მლ.
Sali di Ischia-ს სახის კანის მოვლის ხაზში გამოყენებულია ისკიას თერმული წყლის ძალა კანის დატენიანების, დამშვიდებისა და აღდგენისთვის. ასორტიმენტი მოიცავს ნაზ და ეფექტურ გამწმენდ საშუალებებს, ტონერებს სპირტის გარეშე, დამატენიანებლებს, სახის შრატებს, კრემებს და თვალის კრემებს - ყველა მათგანი განკუთვნილია საფუძვლიანი დატენიანებისთვის, კანის ჯანსაღი ბალანსის დაცვისა და აღდგენისთვის.
Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები. ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.