| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Rexaline - რექსალაინი |
| ბრენდის ქვეყანა |
მაკიაჟის მოსაშორებელი გელი Hyalurx რექსალაინი - Rexaline
სახის დასაბანი გელი, ზეთის ბაზაზე ადვილად აშორებს “მკვეთრ” მაკიაჟს და ეფექტურად წმენდს კანს. მაკიაჟის მოსაშორებელი გელი უნიკალური ტრანსფორმაციული ტექსტურით გათვლილია კანის ყოველდღიური ღრმა წმენდისთვის. ტექსტურა იძლევა დაუვიწყარ სენსორულ გამოცდილებას, რბილი გელი კანზე შეხებისთანავე ნაზ ზეთად გარდაიქმნება და ეფექტურად აშორებს მაკიაჟს, წყალგამძლე ფორმულებს, დაბინძურებასა და ჭუჭყს, კანის გამოშრობის გარეშე. პროდუქტი გამდიდრებულია კამელიის ზეთით, რომელიც ამშვიდებს კანს და იცავს მის ბარიერულ ფუნქციას დეჰიდრატაციისგან, ხოლო პრობიოტიკური ფერმენტები ხელს უწყობენ კანის მიკრობიომის ბუნებრივი ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას. ფორმულა ეფუძნება დაპატენტებული RX2 ჰიალურონის მჟავის კომპლექსს, უზრუნველყოფს ღრმად წმენდას კანის გამოშრობის გარეშე და, ერთდროულად, ინტენსიურად ატენიანებს მას.
ყველა ტიპის კანზე, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე კანზე
Caprylic/Capric Triglyceride, გლიცერინი, C13-15 ალკანი, ჟოჟობას (Simmondsia Chinensis) თესლის ზეთი, წყალი (Aqua), საქაროზას ლაურატი, საქაროზას სტეარატი, კამელიის (Camellia Oleifera) თესლის ზეთი, ნატრიუმის ბენზოატი, სუნამო (Parfum), კალიუმის სორბატი, პროპანდიოლი, მზესუმზირის (Helianthus Annuus) თესლის ზეთი, ტოკოფეროლი (ვიტამინი E), ჰიალურონის მჟავა, ნატრიუმის ჰიალურონატი, ლაქტობაცილების ფერმენტის ლიზატი, გლიკოპროტეინები, გლუტამინის მჟავა, კაპრილილ გლიკოლი, 1,2-ჰექსანდიოლი, ტრეონინი, ვალინი.
125 მლ.