| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Sali di ischia - სალი დი ისკია |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოცულობა | 250 მლ |
მიცელარული წყალი 3-1 სალი დი ისკია - Sali di ischia
სახის გამწმენდი საშუალება, აქტიური მიცელარული ლოსიონის გამაგრილებელი და გამწმენდი ფორმულა სახიდან და თვალებიდან საფუძვლიანად აშორებს მაკიაჟის ყველა კვალს, მათ შორის წყალგამძლესაც, უზრუნველყოფს ჭარბი ცხიმის, გარემოს მტვრისა და მკვდარი უჯრედების მოშორებას. ინოვაციური ვიტამინების კომპლექსი თერმულ წყალთან ერთად ასუფთავებს და ატონიზირებს კანს, უნარჩუნებს ტენიანობას და ელასტიურობას. აქვს გამაგრილებელი, განახლების შეგრძნების ეფექტი, ღრმად ასუფთავებს კანს ფორების დახშობის გარეშე. ყოველდღიური გამოყენებისას ასრულებს ცხიმის გამოყოფის მარეგულირებელ ფუნქციას.
განკუთვნილია ნორმალური და კომბინირებული კანისთვის.
მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა: ქმნის უხილავ ფენას, რომელიც ხელს უწყობს ეპიდერმისის საფუძვლიან დატენიანებას. ჰამამელისის (Witch-hazel - ჯადოქრის თხილი) წყალი: მდიდარია ხსნადი ტანინებითა და ფლავონოიდებით, აქვს შემხორცებელი და სისხლძარღვების დამცავი თვისებები. ვარდის წყალი: მდიდარია A, B, C, E ვიტამინებით, აქვს ანტიოქსიდანტური და მატონიზირებელი მოქმედება, ასევე დამამშვიდებელი და ცხიმის გამოყოფის მარეგულირებელი თვისებები.
არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინს, გმო-ს.
AQUA, BUTYLENE GLYCOL, POLOXAMER 184, SODIUM HYALURONATE, HAMAMELIS VIRGINIANA LEAF WATER, SODIUM CHLORIDE, SODIUM BENZOATE, ROSA CENTIFOLIA FLOWER WATER, TETRASODIUM EDTA.
250 მლ.
Sali di Ischia-ს სახის კანის მოვლის ხაზში გამოყენებულია ისკიას თერმული წყლის ძალა კანის დატენიანების, დამშვიდებისა და აღდგენისთვის. ასორტიმენტი მოიცავს ნაზ და ეფექტურ გამწმენდ საშუალებებს, ტონერებს სპირტის გარეშე, დამატენიანებლებს, სახის შრატებს, კრემებს და თვალის კრემებს - ყველა მათგანი განკუთვნილია საფუძვლიანი დატენიანებისთვის, კანის ჯანსაღი ბალანსის დაცვისა და აღდგენისთვის.
Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები. ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.