| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Sali di ischia - სალი დი ისკია |
| ბრენდის ქვეყანა |
მიცელარული წყალი სალი დი ისკია - Sali di ischia
მიცელარულ წყალში შემავალი ბეტაინის, პანთენოლისა და ალანტოინის კომბინაცია ხელს უწყობს კანის დატენიანებას, სირბილეს და დაცვას, აღდგენილი თერმული წყალი კი უზრუნველყოფს დამამშვიდებელ და ბალანსის აღმდგენ ეფექტს.
ნიანიცინამიდის შემცველობის წყალობით ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებას და ჩამუქებული არეების შემცირებას, აუმჯობესებს კანის სიკაშკაშეს და საერთო იერსახეს. ფორმულა გამდიდრებულია დამატენიანებელი და დამამშვიდებელი აქტიური ინგრედიენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ ანის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას.
Panthenol (პანთენოლი / პროვიტამინი B5) კანის ერთ-ერთი საუკეთესო დამამშვიდებელი და აღმდგენი ინგრედიენტია. ღრმად ატენიანებს კანს, აძლიერებს კანის ბარიერს, ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებას, ხელს უწყობს დაზიანებული კანის აღდგენას, არბილებს კანს და ანიჭებს ელასტიკურობას. განსაკუთრებით კარგია გაღიზიანებული, გამომშრალი და აკნეს შემდგომ დაზიანებული კანისთვის.
Bisabolol (ბისაბოლოლი) ძირითადად გვირილიდან მიღებული აქტიური ნივთიერებაა და ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ამცირებს ანთებასა და სიწითლეს, ამშვიდებს მგრძნობიარე კანს, ხელს უწყობს კანის აღდგენას და აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება.
Betaine (ბეტაინი) ბუნებრივი დამატენიანებელია, რომელიც ხშირად შაქრის ჭარხლისგან მიიღება. ინარჩუნებს ტენს კანში, იცავს გამოშრობისგან, ამცირებს დაჭიმულობის შეგრძნებას და კანს უფრო რბილსა და გლუვს ხდის. ასევე ამშვიდებს მგრძნობიარე კანს და ამცირებს სხვა აქტიური ინგრედიენტებით გამოწვეულ გაღიზიანებას.
Niacinamide (ნიაცინამიდი / ვიტამინი B3) აძლიერებს კანის ბარიერს, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, ამცირებს ფორების ვიზუალურ ზომას, აუფერულებს პოსტ-აკნეს ლაქებს და აუმჯობესებს კანის საერთო ტონს. ასევე ამცირებს სიწითლესა და ანთებას, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი.
Allantoin (ალანტოინი) დამამშვიდებელი და აღმდგენი ინგრედიენტია, რომელიც ამცირებს გაღიზიანებას, აჩქარებს კანის რეგენერაციას და არბილებს მშრალ ან აქერცლილ კანს. ხელს უწყობს მიკროდაზიანებების შეხორცებას და განსაკუთრებით სასარგებლოა მგრძნობიარე, დაზიანებული და გაწითლებული კანისთვის.
ყველა ტიპი.
AQUA (WATER), PROPYLENE GLYCOL (PROPYLENE GLYCOL), PENTYLENE GLYCOL, COCAMIDOPROPYL BETAINE, SODIUM LAUROYL GLUTAMATE (SODIUM LAUROYL GLUTAMATE), CAPRYLYL/CAPRYL GLUCOSIDE, BETAINE (BETAINE), NIACINAMIDE (NIACINAMIDE), SODIUM PCA (SODIUM PCA), ALLANTOIN (ALLANTOIN), PANTHENOL (PANTHENOL), BISABOLOL (BISABOLOL), PHENOXYETHANOL (PHENOXYETHANOL), ETHYLHEXYLGLYCERIN, SODIUM PHYTATE, POTASSIUM BROMIDE, POTASSIUM IODIDE (POTASSIUM IODIDE), SODIUM BICARBONATE (SODIUM BICARBONATE), SODIUM CHLORIDE (SODIUM CHLORIDE), MAGNESIUM SULFATE (MAGNESIUM SULFATE).
200 მლ.
Sali di Ischia-ს სახის კანის მოვლის ხაზში გამოყენებულია ისკიას თერმული წყლის ძალა კანის დატენიანების, დამშვიდებისა და აღდგენისთვის. ასორტიმენტი მოიცავს ნაზ და ეფექტურ გამწმენდ საშუალებებს, ტონერებს სპირტის გარეშე, დამატენიანებლებს, სახის შრატებს, კრემებს და თვალის კრემებს - ყველა მათგანი განკუთვნილია საფუძვლიანი დატენიანებისთვის, კანის ჯანსაღი ბალანსის დაცვისა და აღდგენისთვის.
Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები. ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.