| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Sali di ischia - სალი დი ისკია |
| ბრენდის ქვეყანა |
მზისგან დამცავი სპრეი SPF 30 სალი დი ისკია - Sali di ischia
ფორმულა წყალგამძლეა და მარტივად წასასმელი, იდეალურია მთელი ოჯახისთვის და ასევე შესანიშნავია თმისთვის — იცავს მას მზისგან დამძიმების გარეშე. ინოვაციური ფორმულა უზრუნველყოფს კომფორტს, პრაქტიკულობას და მყისიერ დაცვას ძლიერი მზის სხივების დროსაც კი. დასაშვებია სახეზე გამოყენებაც - მოერიდეთ თვალში მოხვედრას. გამოიყენება თმაზეც - იცასვ ულტრაიისფერი გასმოხივებისგან მიღებული დაზიანებისა და გამოშრობისგან. არ ტოვებს კანზე ხილულ ნარჩენებს - გამჭვირვალე და უხილავია. ყოველ ორ საათში საჭიროებს ხელახან წასმას წყლიდან ამოსვლის ან ძლიერი ოფლიანობის შემდეგ. პროდუქტს არ აქვს კონკრეტული ასაკობრივი შეზღუდვა.
UVA/UVB ფილტრები ნიშნავს მზის ულტრაიისფერ სხივების ორ ძირითად ტიპს, რომლისგანაც მზის დამცავი საშუალება გვიცავს:
UVA სხივები
აღწევს კანის ღრმა ფენებში;
იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას (ნაოჭები, პიგმენტაცია),
მოქმედებს მთელი წლის განმავლობაში, ღრუბლიან ამინდშიც,
დაკავშირებულია კანის ხანგრძლივ დაზიანებასთან.
UVB სხივები
მოქმედებს კანის ზედაპირზე,
იწვევს დამწვრობას,
ყველაზე ძლიერია ზაფხულში და შუადღის საათებში;
პირდაპირ უკავშირდება კანის კიბოს რისკს.
შესაბამისად, UVA/UVB protection დაცვა ნიშნავს, რომ პროდუქტი:
იცავს როგორც დამწვრობისგან (UVB),
ასევე დაბერებისა და ღრმა დაზიანებისგან (UVA).
UVA = დაბერება.
UVB = დამწვრობა.
პროდუქტის ფორმულაში შედის შემდეგი მკვებავი და სასარგებლო ინგრედიენტები:
ისკიას თერმული წყალი: ამშვიდებს და ატენიანებს კანს, ამცირებს გაღიზიანებასა და სიწითლეს, ხელს უწყობს კანის ბარიერის გაძლიერებას და მინერალებით კვებავს კანს.
ტოკოფეროლი (ვიტამინი E): ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, არბილებს და აუმჯობესებს ელასტიკურობას.
ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი: ინტენსიურად ატენიანებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ამცირებს ანთებას, ხელს უწყობს შეხორცებას და ანიჭებს კანს სიგლუვეს.
პანთენოლი (პროვიტამინი B5): ღრმად ატენიანებს, ამშვიდებს და აღადგენს კანს, ამცირებს სიმშრალესა და გაღიზიანებას, ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის გაძლიერებას.
ყველა ტიპი, მათ შორის მგრძნობიარეც.
ზოგადი რეკომენდაციები: არ გაჩერდეთ მზეზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თუნდაც გამოყენებული გქონდეთ მზისგან დამცავი საშუალება. არ გააჩეროთ ბავშვები პირდაპირი მზის სხივების ქვეშ. მოერიდეთ მზეზე ყოფნას 12-დან 15 საათამდე პერიოდში. მზის ზედმეტმა ზემოქმედებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას. ხშირად განაახლეთ პროდუქტის წასმა. მზის დამცავი საშუალების რაოდენობის შემცირება მნიშვნელოვნად ამცირებს დაცვის დონეს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მზის სხივებისგან მოშორებით. არ გამოიყენოთ გახსნიდან 12 თვის შემდეგ.
BUTANE, PROPANE, ISOBUTANE, DICAPRYLYL CARBONATE, ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE, OCTOCRYLENE, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, ETHYLHEXYL SALICYLATE, BIS-ETHYLHEXYLOXYPHENOL METHOXYPHENYL TRIAZINE, ALCOHOL DENAT., ISCHIA THERMAL WATER, TOCOPHEROL, ALOE BARBADENSIS LEAF EXTRACT, PANTHENOL, PARFUM (FRAGRANCE).
150 მლ.
Sali Di Ischia-ს მზის სერიის პროდუქტები (SPF) შექმნილია როგორც კანის დაცვისთვის, ისე დატენიანებისა და აღდგენისთვის, აგრეთვე ხელმისაწვდომია რუჯის მიღების დამაჩქარებელი პროდუქტები.
პროდუქტების სერია გვთავაზობს შემდეგ შესაძლებლობებს:
ეს პროდუქტები განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც სურს მზისგან დაცვა + კანის მოვლა ერთდროულად.
Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები. ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.