| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Luxeol - ლუქსოლი |
| ბრენდის ქვეყანა |
შამპუნი თმის კერატინი KER ლუქსოლი - Luxeol
კლინიკურად დამტკიცებული |95 % ბუნებრივი ინგრედიენტები
93/100 YUKA რეიტინგი |0 % სილიკონი და სულფატი.
აღმდგენი შამპუნი კერატინითა და მცენარეული პროტეინებით, სპეციალურად შექმნილია უსიცოცხლო, დაზიანებული და მტვრევადი თმისთვის, ასევე, კერატინით დამუშავებული თმისათვის. 93% თვალსაჩინო ბზინვარება და სიმტკიცე მიიღწევა გამოყენებიდან 28 დღეში*
სილიკონებისა და სულფატების გარეშე, 95% ბუნებრივი ინგრედიენტებით გამდიდრებული ინოვაციური ფორმულა სიღრმისეულად აღადგენს, ატენიანებს და აძლიერებს თმის სტრუქტურას, ანიჭებს სიმტკიცეს, ბზინვარებასა და ელასტიურობას.
სრულყოფილი შედეგისთვის შამპუნის შემდეგ გამოყენეთ კერატინის ნიღაბი.
* მომხმარებელთა ტესტირება, კმაყოფილების %, 108 ქალი, 28 დღე კვირაში 2-3-ჯერ გამოყენების შემდეგ.
მცენარეული კერატინის ექსტრაქტი (PhytoKeratin) - ხორბლის ჰიდროლიზებული ცილა თმის კონდიცირებისა და დატენიანებისათვის
ჰიდროლიზებული კერატინი - მცენარეული ცილა მიღებული ბარდის, ბრინჯისა და სოიოსგან, ეხმარება თმის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მოცულობის აღდგენაში.
ყველა ტიპის თმა, განსაკუთრებით უსიცოცხლო, დაზიანებული და მტვრევადი თმისთვის. ასევე, კერატინით დამუშავებული თმისათვის.
წყალი (Aqua), კოკამიდოპროპილ ბეტაინი, ნატრიუმის ლაუროილ მეთილ იზეტიონატი, გლიცერინი, ნატრიუმის მეთილ კოკოილ ტაურატი, ნატრიუმის ქლორიდი, კოკო-გლუკოზიდი, ჰიდროლიზებული კერატინი, ჰიდროლიზებული ხორბლის ცილა, ბეტაინი, პარფიუმი, ლიმონმჟავა, სამნატრიუმის ეთილენდიამინ დისუცინატი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი.
200 მლ.
Luxéol - თმის მოვლის ექსპერტი და ლიდერი საფრანგეთიდან! ფრანგული თმის მოვლის ბრენდი Luxéol აერთიანებს ინოვაციურ სამეცნიერო მიღწევებს, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებსა და ფრანგულ ექსპერტიზას. დღეს Luxéol საფრანგეთის აფთიაქებსა და პარაფარმაციებში თმის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია და წარმოდგენილია ათასობით გაყიდვის წერტილში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბრენდის 23 კლინიკური კვლევა დამოუკიდებელ ლაბორატორიებში და 150-ზე მეტი ტესტირების შედეგი თავისთავად მეტყველებს მის მეცნიერულად დამტკიცებულ ეფექტიანობაზე.„სრულყოფილი რუტინა შენი თმისთვის“ - ეს არის ბრენდის მთავარი გზავნილი. Luxéol გთავაზობთ მრავალფეროვან ხაზებს თმის სხვადასხვა საჭიროებისთვის: თმის ცვენის საწინააღმდეგო, ზრდის, სიხშირის, კერატინის შემცველი მოვლა აღდგენისათვის და ყოველდღიური მოვლის პროდუქტებს. ბრენდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებსა და რუტინებს შორისაა: Growth Routine - შექმნილია თმის ზრდისა და გაძლიერებისთვის; Reactive Hair Loss Routine - ხანგრძლივი, სეზონური და სტრესით გამოწვეული თმის ცვენის წინააღმდეგ; Density Routine - გათხელებული, მეჩხერი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის, სიძლიერისა და ზრდის მხარდასაჭერად.
არ შეიცავს სულფატებს, სილიკონსა და მავნე დანამატებს.
Luxéol - მეცნიერება, ეფექტიანობა და ფრანგული ზრუნვა შენი თმის სილამაზისთვის!
წარმოებულია საფრანგეთში. Luxéol