აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

შამპუნი თმის ზრდის 200 მლ N1 7895 ლუქსოლი - Luxeol

#108128_4113
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიLuxeol - ლუქსოლი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოკლე აღწერა
Luxéol-ის თმის ზრდის კლინიკურად დადასტურებული შამპუნი განკუთვნილია თმის ზრდის პროცესის დასაჩქარებლად. აჩქარებს თმის ზრდას 60%-ით და 3 თვეში უზრუნველყოფს სიგრძის 6 სმ*-ით მატებას. 200 მლ.
62.75₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შამპუნი თმის ზრდის ლუქსოლი - Luxeol 

ტოპ გაყიდვადი|კლინიკურად დამტკიცებული |95 % ბუნებრივი ინგრედიენტები 
93/100 YUKA რეიტინგი |0 % სილიკონი და სულფატი.

კლინიკურად დადასტურებულია, რომ ლუქსოლის თმის ზრდის შამპუნი 60%-ით აჩქარებს თმის ზრდას და 3 თვეში უზრუნველყოფს სიგრძის 6 სმ*-ით მატებას. ლუქსოლის თმის ზრდის შამპუნი აჩქარებს თმის ზრდას და აღადგენს მის ბოჭკოს. თმას ხდის უფრო გრძელს, ბზინვარეს, ძლიერსა და აბრეშუმისებრს. ფორმულა არის სულფატებისა და სილიკონების გარეშე, ორიენტირებულია თავის კანის სტიმულირებაზე, კვებასა და მსუბუქ დატენიანებაზე. სრულყოფილი რუტინისთვის, ლუქსოლის თმის ზრდის შამპუნის შემდეგ გამოიყენეთ ამავე ხაზის კონდიციონერი და შრატი. * მომხმარებელთა ტესტირება 43 ქალზე, კმაყოფილების % , ზრდის პროტოკოლის (შამპუნი + კონდიციონერი + შრატი) 3 თვის განმავლობაში გამოყენების შემდეგ. 

აქტიური ინგრედიენტები

აბუსალათინის ზეთი - ხელს უწყობს თმის ზრდას.
არგინინი - ხელს უწყობს თმის ზრდას, ატენიანებს თმას.
პანთენოლი (პროვიტამინ B5) - ხელს უწყობს თმის ბოჭკოების აღდგენას.
ბიოტინი (ვიტამინი B7) - აუმჯობესებს კერატინის სტრუქტურას და ამაგრებს თმასა და თმის ფოლიკულს.
ამლას ნაყოფის ექსტრაქტი (ინდური ხურტკმელი) - ხელს უწყობს თმის ზრდის სტიმულირებას
ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი - მატონიზირებელი ეფექტით გავლენას ახდენს თმის ზრდის სტიმულირებაზე.

თმის ტიპი

ყველა ტიპის თმა, განსაკუთრებით ნელა მზარდი თმისთვის ან ვისაც ესაჭიროება თმის სწრაფი ზრდა.

გამოყენების წესი

  • გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ, შეიზილთ სკალპსა და თმაზე მასაჟით, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ.

ინგრედიენტები

წყალი (Aqua), პროპანდიოლი, კოკამიდოპროპილ ბეტაინი, ნატრიუმის ლაუროილ მეთილ იზეტიონატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბეტაინი, ნატრიუმის მეთილ კოკოილ ტაურატი, კოკო-გლუკოზიდი, ნატრიუმის სტეაროილ გლუტამატი, აბუსალათინის ზეთი (Ricinus Communis Seed Oil), ამლას ნაყოფის ექსტრაქტი (Phyllanthus Emblica Fruit Extract), ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი (Panax Ginseng Root Extract), ბიოტინი, არგინინი, პანთენოლი, გლიცერინი, პარფიუმი, ქსანთანის გუმფისი, ლაუროილ ლიზინი, ლიმონმჟავა, ლევულინმჟავა, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ლევულინატი. 

მოცულობა

200 მლ.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

Luxéol - თმის მოვლის ექსპერტი და ლიდერი საფრანგეთიდან! ფრანგული თმის მოვლის ბრენდი Luxéol აერთიანებს ინოვაციურ სამეცნიერო მიღწევებს, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებსა და ფრანგულ ექსპერტიზას. დღეს Luxéol საფრანგეთის აფთიაქებსა და პარაფარმაციებში თმის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია და წარმოდგენილია ათასობით გაყიდვის წერტილში მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ბრენდის 23 კლინიკური კვლევა დამოუკიდებელ ლაბორატორიებში და 150-ზე მეტი ტესტირების შედეგი თავისთავად მეტყველებს მის მეცნიერულად დამტკიცებულ ეფექტიანობაზე.„სრულყოფილი რუტინა შენი თმისთვის“ - ეს არის ბრენდის მთავარი გზავნილი. Luxéol გთავაზობთ მრავალფეროვან ხაზებს თმის სხვადასხვა საჭიროებისთვის: თმის ცვენის საწინააღმდეგო, ზრდის, სიხშირის, კერატინის შემცველი მოვლა აღდგენისათვის და ყოველდღიური მოვლის პროდუქტებს.  ბრენდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებსა და რუტინებს შორისაა: Growth Routine - შექმნილია თმის ზრდისა და გაძლიერებისთვის; Reactive Hair Loss Routine - ხანგრძლივი, სეზონური და სტრესით გამოწვეული თმის ცვენის წინააღმდეგ; Density Routine - გათხელებული, მეჩხერი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის, სიძლიერისა და ზრდის მხარდასაჭერად. 

არ შეიცავს სულფატებს, სილიკონსა და მავნე დანამატებს.

Luxéol - მეცნიერება, ეფექტიანობა და ფრანგული ზრუნვა შენი თმის სილამაზისთვის! 

წარმოებულია საფრანგეთში. Luxéol 

სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: კონდიციონერი თმის ზრდის LEAVE 150 მლ N1 7918 ლუქსოლი - Luxeol