აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

შამპუნი ქერტლის საწინააღმდეგო 200 მლ N1 5433 ლუქსოლი - Luxeol

#108138_4113
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიLuxeol - ლუქსოლი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოკლე აღწერა
Luxéol-ის კლინიკურად ტესტირებული შამპუნი განკუთვნილია მშრალი და ცხიმიანი ქერტლის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეფექტურად ამცირებს ქერტლს და ხელს უშლის მის ხელახლა წარმოქმნას. 200 მლ.
31.39₾
41.85₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შამპუნი ქერტლის საწინააღმდეგო ლუქსოლი - Luxeol 

ტესტირებულია და  დამტკიცებული 

89 % ბუნებრივი ინგრედიენტები 

61/100 YUKA რეიტინგი 

სპეციალურად შექმნილია ქერტლის სრულად აღმოსაფხვრელად და მისი ხელახლა წარმოქმნის პრევენციისათვის. პიროქტონ ოლამინითა და მიმოზას დამამშვიდებელი ექსტრაქტით გამდიდრებული ფორმულა ნაზად წმენდს თმას, ამშვიდებს თავის კანის დისკომფორტს და ანიჭებს თმას რბილ, ბზინვარე და ჯანსაღ იერს. 

აქტიური ინგრედიენტები

პიროქტონ ოლამინი - ახალი თაობის სოკოსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული აქტიური ნივთიერება ქერტლისა და სებორეული დერმატიტის საწინააღმდეგოდ. 

მიმოზას ექსტრაქტი - დამშვიდების თვისებების მქონე ექსტრაქტი, ხსნის სკალპის დისკომფორტს.

თმის ტიპი

ყველა ტიპის თმა, მშრალი და ცხიმიანი ქერტლის და გაღიზიანებული სკალპისთვის

გამოყენების წესი

  • გამოიყენეთ შამპუნი ყოველდღიურად, დაიტანეთ პროდუქტი სველ თმაზე, შეიზილეთ მასაჟით და ჩამოიბანეთ

ინგრედიენტები

წყალი (Aqua), ნატრიუმის ლაურეთ სულფატი, კოკამიდოპროპილ ბეტაინი, ლაურეთ-3, პიროქტონ ოლამინი, მიმოზას (Mimosa Tenuiflora) ქერქის ექსტრაქტი, გლიცერინი, პარფიუმი, გლიკოლ დისტეარატი, ლაურეთ-4, პოლიქვატერნიუმ-10, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ბენზოის მჟავა, CI 42090, CI 17200.

მოცულობა 

200 მლ.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

Luxéol - თმის მოვლის ექსპერტი და ლიდერი საფრანგეთიდან! ფრანგული თმის მოვლის ბრენდი Luxéol აერთიანებს ინოვაციურ სამეცნიერო მიღწევებს, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებსა და ფრანგულ ექსპერტიზას. დღეს Luxéol საფრანგეთის აფთიაქებსა და პარაფარმაციებში თმის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია და წარმოდგენილია ათასობით გაყიდვის წერტილში მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ბრენდის 23 კლინიკური კვლევა დამოუკიდებელ ლაბორატორიებში და 150-ზე მეტი ტესტირების შედეგი თავისთავად მეტყველებს მის მეცნიერულად დამტკიცებულ ეფექტიანობაზე.„სრულყოფილი რუტინა შენი თმისთვის“ - ეს არის ბრენდის მთავარი გზავნილი. Luxéol გთავაზობთ მრავალფეროვან ხაზებს თმის სხვადასხვა საჭიროებისთვის: თმის ცვენის საწინააღმდეგო, ზრდის, სიხშირის, კერატინის შემცველი მოვლა აღდგენისათვის და ყოველდღიური მოვლის პროდუქტებს.  ბრენდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებსა და რუტინებს შორისაა: Growth Routine - შექმნილია თმის ზრდისა და გაძლიერებისთვის; Reactive Hair Loss Routine - ხანგრძლივი, სეზონური და სტრესით გამოწვეული თმის ცვენის წინააღმდეგ; Density Routine - გათხელებული, მეჩხერი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის, სიძლიერისა და ზრდის მხარდასაჭერად.

არ შეიცავს სულფატებს, სილიკონსა და მავნე დანამატებს.

Luxéol - მეცნიერება, ეფექტიანობა და ფრანგული ზრუნვა შენი თმის სილამაზისთვის! 

წარმოებულია საფრანგეთში. Luxéol 

სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: შამპუნი თმის სიხშირის 200 მლ N1 0982 ლუქსოლი - Luxeol