აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რიგენფორტე - Rigenforte თმის ცვენის შამპუნი 250 მლ

#103782_1473
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიESI - ესი
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
რიგენფორტე - Rigenforte თმის ცვენის შამპუნი, რეკომენდებულია თმის ცვენის, თხელი და მტვრევადი თმის შემთხვევაში. 250 მლ.
49.18₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

რიგენფორტე - Rigenforte თმის ცვენის შამპუნი 

ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული შამპუნი განკუთვნილია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. რეკომენდებულია თმის ცვენის, თხელი და მტვრევადი თმის შემთხვევაში. ფორმულა ხელს უწყობს თმის სტრუქტურის გაძლიერებას, მატებს მოცულობასა და სიმკვრივეს, უზრუნველყოფს დატენიანებას და იცავს თმას გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან (მზე, ქარი, სმოგი, საღებავები). შამპუნი არ შეიცავს აგრესიულ ქაფწარმომქმნელ კომპონენტებს და არ აშრობს სკალპს. რბილი ქაფი უზრუნველყოფს ეფექტურ წმენდას, ტოვებს სისუფთავისა და კომფორტის შეგრძნებას და მარტივად ჩამოიბანება. 

გამოყენების წესი

  • წაისვით სველ თმაზე, ნაზად შეიზილეთ და გაიჩერეთ დაახლოებით 1 წუთით.
  • ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
  • შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყოველდღიურად და ხანგრძლივი პერიოდში. 
  • სასურველი ეფექტისთვის რეკომენდებულია რიგენფორტეს შამპუნისა და რიგენფორტეს ლოსიონის ერთდროული გამოყენება. 

რიგენფორტე - Rigenforte თმის ცვენის ლოსიონი ინტენსივ 12 ფლაკონი

აქტიური კომპონენტები

Biotinax® – კომპანია ESI-ის დაპატენტებული კომპლექსი, რომელიც შეიცავს ბიოტინს (ვიტამინი H), მეთიონინს და ცისტეინს. ხელს უწყობს თმის სტრუქტურის შენარჩუნებასა და ფოლიკულის ფუნქციურ მხარდაჭერას. 

მცენარეული ღეროვანი უჯრედები – მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ თმის ფოლიკულების აქტივობას, აჩერებენ ცვენას და ხელს უწყობენ თმის ზრდას.

Capixyl: 3-აცეტილ-ტეტრაპეპტიდისა და წითელი სამყურის ექსტრაქტის ნარევი  მოქმედებს თმის ცვენის გამომწვევ ძირითად ფაქტორზე,  ხელს უშლის თმის ფოლიკულების ნაადრევ მინიატურიზაციას და აუმჯობესებს თმის მიმაგრებას თავის კანზე, რითაც თავიდან აიცილება თმის ნაადრევი ცვენა.Capixyl ასევე აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ხელს უშლის სკალპის ანთებას და გაღიზიანებას.

მწარმოებელი

 ESI S.p.A., იტალია