აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნაკრები KERATIN KIT 1876 ეკოსლაინი - Echosline

#97362_3073
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიEchosline - ეკოსლაინი
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
ნაკრები KERATIN KIT, კერატინის შამპუნი 300მლ; კერატინის ნიღაბი 300მლ; კერატინის შრატი 100მლ. ნაზად მოქმედებს დაზიანებულ და უსიცოცხლო თმაზე, აღადგენს აუცილებელ მოლეკულებს, რომლებიც აუცილებელია თმის სტრუქტურაში შინაგანი აღდგენის პროცესისთვის. თმას ანიჭებს ელასტიურობას, სიცოცხლეს და ტონუსს. იცავს მავნე გარე ზემოქმედებისგან. აღადგენს თმის სტრუქტურას, ანიჭებს სირბილეს, ბზინვარებასა და სასიცოცხლო ენერგიას. განკუთვნილია დაზიანებული, გამომშრალი, ელასტიურობადაკარგული, შეღებილი და ქიმიურად დამშავებული, თერმული ხელსაწყოებით გამოფიტული თმისთვის.
42.75₾
95.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ნაკრები KERATIN KIT ეკოსლაინი - Echosline 

Echosline - ეკოსლაინი სასაჩუქრე ნაკრები Keratin Veg - მოვლის პროდუქტები დაზიანებული, ქიმიურად დამუშავებული ან ბუნებრივად სწორი თმისთვის. იდეალურია მათთვის, ვისაც გაკეთებული აქვს კერატინის პროცედურა, ან ხშირად უწევს თმის გასწორება თერმული ხელსაწყოებით. ასევე, მათთვის, ვისაც სურს თმაზე ბუნებრივი სისწორის ეფექტის შენარჩუნება. ფორმულა გაჯერებულია მცენარეული კერატინით, სოიოსა და ხორბლის ცილოვანი ამინომჟავებით, რაც ხელს უწყობს თმის სტრუქტურის აღდგენას, დატენიანებასა და გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვას. არ შეიცავს სულფატს, სილიკონსა და პარაბენს.

ნაკრების შემადგენლობაშია

შამპუნი Keratin Veg - გამდიდრებულია მცენარეული კერატინითა და პროტეინებით. ნაზად, მაგრამ საფუძვლიანად ასუფთავებს დაზიანებულ თმას. შეიცავს მოლეკულებს, რომლებიც აუცილებელია თმის სტრუქტურის აღდგენისთვის. ანიჭებს ელასტიურობას, სიცოცხლესა და ტონუსს. ვეგანურია და არ შეიცავს სილიკონებს, SLES-ს, SLS-ს.

ნიღაბი Keratin Veg - დაზიანებული თმის აღმდგენი ნიღაბი კერატინით. ხელს უწყობს კვებას და დატენიანებას. იცავს გასწორებულ და დამუშავებულ თმას, არბილებს, ანიჭებს ბზინვარებას და სარკისებრ ეფექტს. ვეგანური პროდუქტი, სულფატების გარეშე.

ფლუიდი Keratin Veg - ამაგრებს თმის სტრუქტურას და ანიჭებს ფერს ბზინვარებას. აქვს მსუბუქი ტექსტურა - კვებავს თმას დამძიმების გარეშე და არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას. შეიცავს არგანის ზეთს, სოიოსა და ხორბლის ამინომჟავებს. ვეგანური პროდუქტი, სულფატების გარეშე.

გამოყენების წესი

  • წაისვით კერატინის შამპუნი სველ თმასა და სკალპზე, ნაზად აიქაფეთ და კარგად ჩამოიბანეთ.
  • შამპუნის გამოყენების შემდეგ, დაიტანეთ კერატინის ნიღაბი პირსახოცით შემშრალებულ თმაზე. სასურველია, ჩამოივარცხნოთ მსხვილკბილებიანი სავარცხლით, რათა კარგად გადანაწილდეს მთელს სიგრძეზე. გაიჩერეთ 5-10 წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
  • გამოიყენეთ კერატინის ფლუიდი საჭიროებისამებრ: 1. წაისვით რამდენიმე წვეთი ნოტიო თმის სიგრძეზე, თანაბრად. ჩამოივარცხნეთ. არ საჭიროებს ჩამობანას. 2. ასევე, შესაძლებელია ფლუიდის გამოყენება ყოველდღიურად, მშრალ თმაზე - ბზინვარების მისანიჭებლად და გარემო ფაქტორებისგან დასაცავად.

ეკოსლაინის სხვა სასაჩუქრე ნაკრებები:

Echosline - ეკოსლაინი სასაჩურე ნაკრები ARGAN 1883 

Echosline - ეკოსლაინი სასაჩურე ნაკრები Discipline 1890

თმის ტიპი

დაზიანებული, ქიმიურად დამუშავებული ან ბუნებრივად სწორი თმისთვის

ინგრედიენტები

ყველა პროდუქტი ვეგანურია. სულფატებისა და პარაბენების გარეშე. შედგება 95%-ზე მეტი ნატურალური ინგრედიენტისგან და შეფუთულია ბიოდეგრადირებად მასალებში

პროდუქტის კლასიფიკაცია

თმის პროფესიონალური მოვლის პროდუქტები

მწარმოებელი ქვეყანა

იტალია, Pettenon Cosmetics Italy

მოცულობა

შამპუნი 300 მლ;

ნიღაბი 300 მლ;

შრატი 100 მლ .

სერია შესახებ ინფორმაცია

ვეგანური კერატინით გამდიდრებული პროდუქტების სერია, რომელიც ეფექტური მოქმედებით გამოირჩევა დაზიანებული, გაუხეშებული, გამოფიტული თმისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია ასაკოვანი ან დამუშავებული თმისთვის, როდესაც თმის ღერებში გალეულია ბუნებრივი კერატინის შემცველობა და თმას დაკარგული აქვს ჯანსაღი, ელასტიური, ბუნებრივად მბზინავი იერსახე.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Echosline იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა. მისი შექმნის მიზანი სტილისტებისთვის მაღალი ხარისხისა და ეფექტიანი პროდუქციის მიწოდება იყო — სილამაზესთან ერთად, თმის სიჯანსაღეზეც რომ ეზრუნათ. დაარსების დღიდან ბრენდი ეფუძნება ინოვაციას, რაც მუდმივ განვითარებასა და თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიაზე მორგებაში გამოიხატება.