აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნიღაბი თმის კერატინი KER 200 მლ N1 7871 ლუქსოლი - Luxeol

#108136_4113
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიLuxeol - ლუქსოლი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოკლე აღწერა
Luxéol-ის კერატინის ნიღაბი ანიჭებს თმას თვალსაჩინო ბზინვარებასა და სიმტკიცეს გამოყენებიდან 28 დღეში*. არბილებს თმას, ხდის მას გლუვსა და დამყოლს და იცავს მავნე გარეგანი ფაქტორებისგან. 200 მლ.
78.64₾
104.85₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ნიღაბი თმის კერატინი KER ლუქსოლი - Luxeol 

ტესტირებულია და დამტკიცებული |97 % ბუნებრივი ინგრედიენტები 

100/100 YUKA რეიტინგი |0 % სილიკონი და სულფატი. 

ინტენსიურად აღმდგენი ნიღაბი კერატინითა და მცენარეული პროტეინებით, სპეციალურად შექმნილია დაზიანებული, დასუსტებული თმისთვის და კერატინით დამუშავებული თმის მოვლისათვის. ფორმულა ტესტირებულია და დადასტურებულია მომხმარებლების მიერ - 93% თვალსაჩინო ბზინვარება და სიმტკიცე გამოყენებიდან 28 დღეში* 

არ შეიცავს სილიკონებსა და სულფატებს, ფორმულა გამდიდრებულია 97% ბუნებრივი ინგრედიენტებით და ღრმად კვებავს, აღადგენს და აძლიერებს თმის სტრუქტურას, უბრუნებს მას სიცოცხლისუნარიანობას, აბრეშუმისებრ ტექსტურას და ბუნებრივ ბზინვარებას. 

სრულყოფილი შედეგისთვის გამოყენეთ კერატინის შამპუნთან ერთად.

* მომხმარებელთა ტესტირება, კმაყოფილების % , 108 ქალი, 28 დღე კვირაში 2-დან 3-ჯერ გამოყენების შემდეგ.

აქტიური ინგრედიენტები

კერატინის ექსტრაქტი - მიღებულია ექსკლუზიური, დაპატენტებული ექსტრაქციის პროცესით, სადაც სრულად შენარჩუნებულია ამინომჟავები. 

კერატინის ექსტრაქტი (კერატინის ჰიდროლიზატი) გამოიყენება ფორმულაში თმის ცვენის საწინააღმდეგო მოქმედების გამო, ეხმარება თმის ცვენის შემცირებას.

ჰიდროლიზებული აბრეშუმი - ღრმად ატენიანებს და ავსებს თმის დაზიანებულ სტრუქტურას. ქმნის დამცავ ბარიერს, თმას სძენს თვალსაჩინო სირბილეს, მოცულობასა და ჯანსაღ, ელეგანტურ ბზინვარებას.

თმის ტიპი

ყველა ტიპის თმა, განსაკუთრებით უსიცოცხლო, დაზიანებული და მტვრევადი თმისთვის. ასევე, კერატინით დამუშავებული თმისათვის.

გამოყენების წესი

  • გამოიყენეთ თმის ნიღაბი კვირაში 2-3 ჯერ, კერატინის შამპუნით დაბანილ და შემშრალებულ თმაზე. 
  • დაიტანეთ პროდუქტი მთელს სიგრძეზე, განსაკუთრებთ ბოლოებში, გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ.

ინგრედიენტები

წყალი (Aqua), ბრასიკას სპირტი (Brassica Alcohol), ბრასიკამიდოპროპილ დიმეთილამინი, გლიცერინი, ქოქოსის ზეთი, ჰიდროგენიზებული ეთილჰექსილ ოლივატი, ჰიდროლიზებული კერატინი, ჰიდროლიზებული ხორბლის ცილა, აბუსალათინის თესლის ზეთი, ჰიდროგენიზებული ზეითუნის ზეთის გაუსაპნავი ფრაქცია, პარფიუმი, რძემჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი.

მოცულობა

200 მლ.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

Luxéol - თმის მოვლის ექსპერტი და ლიდერი საფრანგეთიდან! ფრანგული თმის მოვლის ბრენდი Luxéol აერთიანებს ინოვაციურ სამეცნიერო მიღწევებს, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებსა და ფრანგულ ექსპერტიზას. დღეს Luxéol საფრანგეთის აფთიაქებსა და პარაფარმაციებში თმის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია და წარმოდგენილია ათასობით გაყიდვის წერტილში მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ბრენდის 23 კლინიკური კვლევა დამოუკიდებელ ლაბორატორიებში და 150-ზე მეტი ტესტირების შედეგი თავისთავად მეტყველებს მის მეცნიერულად დამტკიცებულ ეფექტიანობაზე.„სრულყოფილი რუტინა შენი თმისთვის“ - ეს არის ბრენდის მთავარი გზავნილი. Luxéol გთავაზობთ მრავალფეროვან ხაზებს თმის სხვადასხვა საჭიროებისთვის: თმის ცვენის საწინააღმდეგო, ზრდის, სიხშირის, კერატინის შემცველი მოვლა აღდგენისათვის და ყოველდღიური მოვლის პროდუქტებს.  ბრენდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებსა და რუტინებს შორისაა: Growth Routine - შექმნილია თმის ზრდისა და გაძლიერებისთვის; Reactive Hair Loss Routine - ხანგრძლივი, სეზონური და სტრესით გამოწვეული თმის ცვენის წინააღმდეგ; Density Routine - გათხელებული, მეჩხერი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის, სიძლიერისა და ზრდის მხარდასაჭერად.

არ შეიცავს სულფატებს, სილიკონსა და მავნე დანამატებს.

Luxéol - მეცნიერება, ეფექტიანობა და ფრანგული ზრუნვა შენი თმის სილამაზისთვის! 

წარმოებულია საფრანგეთში. Luxéol 

სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: ნიღაბი თმის სიხშირის 200 მლ N1 0975 ლუქსოლი - Luxeol