აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნიღაბი დამარბილებელი LISS 250 მლ 1634 ატრიკოს მილანო - Atricos Milano

#103967_3998
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAtricos Milano - ატრიკოს მილანო
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
ნიღაბი დამარბილებელი LISS დაუმორჩილებელი და აფუებისკენ მიდრეკილი თმისთვის. ხელს უშლის თმის ჩახლართვას, აადვილებს ვარცხნას და სტილისტურ დამუშავებას. ეფექტურად არბილებს და ატენიანებს, ებრძვის აფუებას. არ შეიცავს პარაბენებს. გააჩნია თეთრი, კრემოვანი ტექსტურა სამეფო ყვავილების სურნელით. 250 მლ.
23.38₾
51.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ნიღაბი დამარბილებელი LISS ატრიკოს მილანო - Atricos Milano 

თმის ნიღაბი გამდიდრებულის ბრინჯის და ხორბლის ცილებით, რომლებიც მდიდარია აუცილებელი ამინომჟავებით, ღრმად აღწევენ თმის სტრუქტურაში, ამცირებენ აფუებას და თმას ანიჭებენ სირბილეს და ბზინვარებას.

·  ბრინჯის ცილები - აძლიერებს თმის ბოჭკოს და ამცირებს მტვრევადობას, ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, მატებს თმას მოცულობასა და სიმკვრივეს, აუმჯობესებს ელასტიკურობას, თმას ხდის უფრო გლუვსა და ბზინვარეს,

·  ხორბლის ცილები - აღწევს თმის ზედაპირულ ფენებში და ეხმარება დაზიანებული უბნების აღდგენას, ამაგრებს თმის სტრუქტურას, ამცირებს ბოლოების გაყოფისა და დაზიანების რისკს, აუმჯობესებს თმის მოქნილობას და ელასტიკურობას, აადვილებს დავარცხნას და ამცირებს აფუებას.

·  ბრინჯისა და ხორბლის ცილების კომბინირებული ეფექტი - უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას, იცავს თმას გამოშრობისგან, აძლიერებს და აღადგენს თმის ბოჭკოს, ანიჭებს აბრეშუმისებრ სირბილესა და ბუნებრივ ბზინვარებას, ხელს უწყობს უფრო მოვლილი, ჯანსაღი და მორჩილი თმის ტიპის შენარჩუნებას.

თმის ტიპი

დაუმორჩილებელი, აფუებისკენ მიდრეკილი თმა.

გამოყენების წესი

  • დაიტანეთ 15–20 მლ პროდუქტი ნოტიო თმის სიგრძეებსა და ბოლოებზე.
  • ნაზად შეიზილეთ და თანაბრად გადაინაწილეთ.
  • გაიჩერეთ 5–10 წუთის განმავლობაში და კარგად ჩამოიბანეთ.

ინგრედიენტები

Aqua [Water], Cetearyl Alcohol, Myristyl Alcohol, Glycerin, Cetrimonium Chloride, Dimethicone, Triethanolamine, Glyoxylic Acid, Parfum [Fragrance], Phenoxyethanol, Tetramethyl Acetyloctahydronaphthalenes, Disodium EDTA, Hexamethylindanopyran, Hexyl Cinnamal, Linalool, Hydrolyzed Rice Protein, Hydrolyzed Wheat Protein, Magnesium Chloride, Magnesium Nitrate, Citrus Aurantium Peel Oil [Citrus Aurantium Dulcis (Orange) Peel Oil], Geranyl Acetate, Limonene, Methylchloroisothiazolinone, Methylisothiazolinone, Ethylhexylglycerin, Tetrasodium Glutamate Diacetate.

მოცულობა

250 მლ.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.

ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.

პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.

ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.

თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.