| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Luxeol - ლუქსოლი |
| ბრენდის ქვეყანა |
კონდიციონერი თმის ცვენის ლუქსოლი - Luxeol
კლინიკურად დამტკიცებული |93 % ბუნებრივი ინგრედიენტები
93/100 YUKA რეიტინგი |0 % სილიკონი და სულფატი.
თმის ცვენის საწინააღმდეგო და თმის გამაძლიერებელი კონდიციონერის კლინიკურად დადასტურებული ფორმულა გამდიდრებულია კერატინის ექსტრაქტით. ამცირებს ცვენას, აღადგენს დაზიანებულ ბოჭკოს და ანიჭებს თმას გამძლეობას, სიგლუვესა და ჯანსაღ ბზინვარებას დამძიმებისა და გაცხიმოვნების გარეშე. სრულყოფილი რუტინისთვის, გამოიყენეთ ლუქსოლის თმის ცვენის შამპუნის შემდეგ ან გამოიყენეთ თმის ცვენის მოვლის სრული ხაზი.
კერატინის ექსტრაქტი - მიღებულია ექსკლუზიური, დაპატენტებული ექსტრაქციის პროცესით, სადაც სრულად შენარჩუნებულია ამინომჟავები. კერატინის ექსტრაქტი (კერატინის ჰიდროლიზატი) გამოიყენება ფორმულაში თმის ცვენის საწინააღმდეგო მოქმედების გამო, ეხმარება თმის ცვენის შემცირებას.
ჰიდროლიზებული აბრეშუმი - ღრმად ატენიანებს და ავსებს თმის დაზიანებულ სტრუქტურას. ქმნის დამცავ ბარიერს, თმას სძენს თვალსაჩინო სირბილეს, მოცულობასა და ჯანსაღ, ელეგანტურ ბზინვარებას.
ყველა ტიპის თმა, სტრესით, სეზონით ან მშობიარობის შემდეგ თმის უეცარი ცვენის დროს.
წყალი (Aqua), მირისიტილის სპირტი, ჰიდროგენიზებული ეთილჰექსილ ოლივატი, ბრინჯის სახამებელი, ცეტრიმონიუმის ქლორიდი, ეთილჰექსილ პალმიტატი, ჰიდროლიზებული კერატინი, პანთენოლი, ქოქოსის ზეთი, გარგრის ექსტრაქტი, ატმის ექსტრაქტი, ვაშლის ექსტრაქტი, ძმარი, ხორბლის ჩანასახის ზეთი, ჰიდროგენიზებული ზეთისხილის ზეთის ფრაქცია, პარფიუმი, ცეტეარილის სპირტი, ლიმონმჟავა, კალციუმის გლუკონატი, პოლისორბატ 80, გლუკონოლაქტონი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი.
200 მლ.
Luxéol - თმის მოვლის ექსპერტი და ლიდერი საფრანგეთიდან! ფრანგული თმის მოვლის ბრენდი Luxéol აერთიანებს ინოვაციურ სამეცნიერო მიღწევებს, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებსა და ფრანგულ ექსპერტიზას. დღეს Luxéol საფრანგეთის აფთიაქებსა და პარაფარმაციებში თმის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია და წარმოდგენილია ათასობით გაყიდვის წერტილში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბრენდის 23 კლინიკური კვლევა დამოუკიდებელ ლაბორატორიებში და 150-ზე მეტი ტესტირების შედეგი თავისთავად მეტყველებს მის მეცნიერულად დამტკიცებულ ეფექტიანობაზე.„სრულყოფილი რუტინა შენი თმისთვის“ - ეს არის ბრენდის მთავარი გზავნილი. Luxéol გთავაზობთ მრავალფეროვან ხაზებს თმის სხვადასხვა საჭიროებისთვის: თმის ცვენის საწინააღმდეგო, ზრდის, სიხშირის, კერატინის შემცველი მოვლა აღდგენისათვის და ყოველდღიური მოვლის პროდუქტებს. ბრენდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებსა და რუტინებს შორისაა: Growth Routine - შექმნილია თმის ზრდისა და გაძლიერებისთვის; Reactive Hair Loss Routine - ხანგრძლივი, სეზონური და სტრესით გამოწვეული თმის ცვენის წინააღმდეგ; Density Routine - გათხელებული, მეჩხერი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის, სიძლიერისა და ზრდის მხარდასაჭერად.
არ შეიცავს სულფატებს, სილიკონსა და მავნე დანამატებს.
Luxéol - მეცნიერება, ეფექტიანობა და ფრანგული ზრუნვა შენი თმის სილამაზისთვის!
წარმოებულია საფრანგეთში. Luxéol