აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თმის კონდიციონერი აღმდგენი 200 მლ 4714 სალი დი ისკია - Sali di ischia

#100545_3901
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSali di ischia - სალი დი ისკია
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოცულობა200 მლ
მოკლე აღწერა
თმის კონდიციონერი აღმდგენი, აღადგენს თმას, უბრუნებს სირბილეს, ენერგიას და ბზინვარებას. ეფექტურია შეღებილი და დაზიანებული, ქიმიურად დამუშავებული, გასწორებული, თმის უთოს, სახვევების და და ფენის გამოყენებით გამომშრალი თმისთვის. განკუთვნილია დაზიანებული თმის აღსადგენად და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. 200 მლ.
15.98₾
31.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

თმის კონდიციონერი აღმდგენი სალი დი ისკია - Sali di ischia 

თმის კონდიციონერი განკუთვნილია შეღებილი და დაზიანებული, ქიმიურად დამუშავებული, გასწორებული, თმის უთოს, სახვევების და და ფენის გამოყენებით გამომშრალი თმისთვის. განკუთვნილია დაზიანებული თმის აღსადგენად და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. აღადგენს თმას, უბრუნებს სირბილეს, ენერგიას და ბზინვარებას. კონდიციონერის ნაზ ფორმულას აქვს დამამშვიდებელი და დამცავი მოქმედება თავის კანზე. გამოყენებისთანავე თმა ხდება უფრო ძლიერი, რბილი, ელასტიური და მბზინავი. ფორმულის მჟავური pH დაბალანსებულია, რათა დაიცვას და შეინარჩუნოს კაშკაშა ფერი უფრო დიდხანს. ნაზი ფორმულა ჰიდროლიზებული კერატინით და ჰიალურონის მჟავით. 

თმის ტიპი

განკუთვნილია დაზიანებული, თერმულად და ქიმიურად დამუშავებული ან დასუსტებული თმისთვის.

გამოყენების წესი

რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ გამოყენება.

შამპუნის გამოყენების შემდეგ დაიტანეთ კონდიციონერი სველ თმაზე და თანაბრად გადაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ. ნაზი და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს თავის კანისთვის, მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველი დაბანის შემდეგ.

საუკეთესო აღმდგენი ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია Sali di Ischia-ს აღმდგენ შამპუნთან ერთად გამოყენება. მოერიდეთ დასაშვებზე ცხელი წყლის გამოყენებას, რათა თავიდან აირიდოთ სკალპის და თმის გამოშრობა.

საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ კერატინის შემცველი ნიღაბი და დამატებითი მოვლის პროდუქტები. თერმული ხელსაწყოების გამოყენებამდე თმაზე დაიტანეთ თერმოდამცავი საშუალება.

ინგრედიენტები / შემადგენლობა

ჰიალურონის მჟავა: ჰიალურონის მჟავა, რომელიც აერთიანებს ჰიალურონის მჟავის დამატენიანებელ მოქმედებას ძლიერ მკვებავ და კონდიცირების თვისებებთან. კერატინთან ერთად კომბინაციაში ხელს უშლის თმის აფუებას და დამუხტვას, აადვილებს ვარცხნას, ანიჭებს სირბილეს და მოცულობას.

ჰიდროლიზებული კერატინი: თმაში ბუნებრივად არსებული კერატინის მსგავსი ინგრედიენტია. აქვს მკვებავი, დამცავი, მოცულობის მიმნიჭებელი და დამცავი საფარის წარმომქმნელი აქტივობა. ამიტომ იგი სასარგებლოა ყველა პროდუქტში, რომლებიც განკუთვნილია აგრესიული მოქმედებების შედეგად დასტრესილი და დაზიანებული თმისთვის. ასევე გვხვდება წამწამებისა და ფრჩხილების აღმდგენ პროდუქტებში. ასწორებს და ატენიანებს დაზიანებული თმის გარე შრეს, ანიჭებს ბზინვარე, ელასტიურ, სრულფასოვან და ჯანსაღ იერსახეს. ხელს უშლის აფუებას, ამცირებს დამუხტვას, ანიჭებს მოცულობას და სიმსუბუქეს.

თერმული მარილები: აქვთ დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები.

არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინს, გმო-ს.

AQUA, CETEARYL ALCOHOL, BEHENTRIMONIUM CHLORIDE, SODIUM HYALURONATE, HYDROXYPROPYLTRIMONIUM HYALURONATE, HYDROLYZED KERATIN, MAGNESIUM SULFATE, POTASSIUM BROMIDE, POTASSIUM IODIDE, SODIUM BICARBONATE, SODIUM CHLORIDE, AMODIMETHICONE, ISOPROPYL ALCOHOL, PARFUM, 1,2-HEXANEDIOL, TETRASODIUM EDTA, METHYLISOTHIAZOLINONE, METHYLCHLOROISOTHIAZOLINONE, CITRIC ACID, BENZYL BENZOATE, PROPYLENE GLYCOL, TRIDECETH-12, TRIDECETH-7, TRIDECETH-5.

მოცულობა

200 მლ.

სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia-ს თმის მოვლის ხაზში შემოთავაზებულია ისკიას თერმული წყლების და მინერალური მარილების სამკურნალო ძალის შერწყმა თანამედროვე ინოვაციებსა და გამოცდილებასთან. პროდუქტები გამდიდრებულია თმის და სკალპის მოვლისთვის აუცილებელი, ეფექტური ინგრედიენტებით, როგორებიცაა ჰიალურონის მჟავა, ჰიდროლიზებული კერატინი, არგანის ზეთი. პროდუქტები გაჯერებულია ხმელთაშუა ზღვის მცენარეული ექსტრაქტებით და ეთერზეთებით, რომელთაც გააჩნია მკვებავი, დამამშვიდებელი და აღმდგენი მოქმედება.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები.

ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით.

ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.