აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თმის თერაპია NO.3 100 მლ 2840 ოლაპლექსი - Olaplex

#101111_3916
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიOlaplex - ოლაპლექსი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
მოკლე აღწერა
თმის თერაპია NO.3, ელექსირი თმის სრულყოფილებისთვის. ამცირებს მტვრევადობას, აძლიერებს და აღადგენს დაზიანებული თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს და ანიჭებს ბზინვარებას. რეკომენდებულია ყველა ტიპის, განსაკუთრებით ეფექტურია დაზიანებული თმისთვის. 100 მლ.
108.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

თმის თერაპია NO.3 ოლაპლექსი - Olaplex 

თმის მოვლის საშუალება ამცირებს მტვრევადობას, აძლიერებს და აღადგენს დაზიანებული თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს და ანიჭებს ბზინვარებას. რეკომენდებულია ყველა ტიპის, განსაკუთრებით ეფექტურია დაზიანებული თმისთვის. შექმნილია დაზიანებული თმის აღსადგენად და ნებისმიერი ტიპის ჯანსაღი თმის გასაძლიერებლად. პროდუქტის დანიშნულებაა თმის აღდგენა, გაძლიერება, ბზინვარების მინიჭება. აღადგენს და აძლიერებს თმის სტრუქტურას მოლეკულურ დონეზე, აღადგენს დაზიანებულ კავშირებს უჯრედებს შორის, იცავს თმას გარე ფაქტორებისგან, სიცხისა და ქიმიური სტრესისგან. თმას არბილებს, მატებს ელასტიურობას და ბზინვარებას. დაბალანსებული pH-ის წყალობით უნარჩუნებს თმასა და თავის კანის ტენიანობის ბალანსს, უზრუნველყოფს კონდიცირების ეფექტს და ინარჩუნებს შეღებილი თმის ფერს. არ შეიცავს სილიკონს, სულფატებს, პარაბენებს, გლუტენს, ფტალატებს, დიეთანოლამინს, ალდეჰიდებს. არ იტესტება ცხოველებზე. არის ვეგანური. 

თმის ტიპი

რეკომენდებულია ყველა ტიპის, განსაკუთრებით ეფექტურია დაზიანებული თმისთვის.

გამოყენების წესი

  • გამოიყენეთ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორ-სამჯერ - დაზიანებული თმისთვის.
  • დაიტანეთ სველ თმაზე ძირებიდან ბოლოებამდე.
  • გაიჩერეთ მინიმუმ 10 წუთი, ან 30–90 წუთი მაქსიმალური შედეგის მისაღებად.
  • რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს დრო, მით უკეთესი იქნება ეფექტი.
  • გამოყენების შემდეგ ჩვეულებისამებრ დაიბანეთ თმა შამპუნითა და კონდიციონერით.

ინგრედიენტები / შემადგენლობა

ალოე ვერა, პანთენოლი, ჟოჟობას ზეთი.

Water (Aqua), Bis-Aminopropyl Diglycol Dimaleate, Propylene Glycol, Cetearil Alcohol, Behentrimonium Methosulfate, Cetyl Alcohol, Phenoxyethanol, Glucerin, Hydroxyethyl Ethylcellulose, Stearamidopropyl Dimethylamine, Quaternium-91, Sodium Benzoate, Cetrimonium Methosulfate, Cetrimonium Chloride, Fragrance (Parfum), Poliquaternium-37, Tetrasodium EDTA, Butylphenyl Methylpropional, Etidronic Add, Ascorbic Acid, Phytantriol, Prunus Amygdalus Dulcis (Sweet Almond) Oil, Tocopheryl Acetate, Aloe Barbadensis Leaf Juice, Panthenol, Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil, Citric Acid, Potassium Sarbate.

მოცულობა

100 მლ.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

თმის პროფესიონალური მოვლის ბრენდი Olaplex 2014 წელს დაარსდა აშშ-ში. იგი თავდაპირველად მხოლოდ სალონებისთვის განკუთვნილ პროფესიონალურ ბრენდად მოქმედებდა, თუმცა მოგვიანებით სამომხმარებლო საცალო ვაჭრობაშიც გაფართოვდა და ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა რეგულარული მომხმარებლებისთვის.

კომპანია საკუთარ თავს აღწერს, როგორც „ჯანმრთელობისა და სილამაზის ფუნდამენტურ კომპანიას, რომელიც ინოვაციებით არის დაფუძნებული“ და რომლის მიზანია „თმის ჯანმრთელობის გაუმჯობესება ძირებიდან ბოლოებამდე“.

ბრენდის პროდუქტების მთავარი ინგრედიენტია ბის-ამინოპროპილ დიგლიკოლ დიმალაატი, რომელიც მოლეკულურ დონეზე მოქმედებს თმის ღერებში გაწყვეტილი დისულფიდური ბმების „აღსადგენად“, რითაც აღადგენს გაღიავების, შეღებვის, თერმული დამუშავების, მექანიკური სტრესის და გარემოს ფაქტორების შედეგად გამოწვეულ დაზიანებას.

Olaplex-ის პროდუქტები არ შეიცავს სილიკონს, სულფატებს, პარაბენებს, გლუტენს, ფტალატებს, ფოსფატებს, ალდეჰიდებსა და ფორმალდეჰიდს. არ იტესტება ცხოველებზე. არის ვეგანური.