| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Kaypro - კეიპრო |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოცულობა | 250 მლ |
სიყვითლის საწინააღმდეგო ქაფი AntiYellowGigs კეიპრო - Kaypro
განკუთვნილია ქერა, მელირებული ან გაღიავებული თმისთვის. სპეციალური იისფერი პიგმენტის წყალობით პროდუქტი ანეიტრალებს არასასურველ ყვითელ და ოქროსფერ ტონებს. თმას ანიჭებს ჯანსაღ, მიმზიდველ იერს, ბზინვარებასა და სირბილეს. ლიპიდური კომპლექსი ანიჭებს თმას ელასტიურობას და ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას. სიგლუვეს ანიჭებს თმის ღერის ზედა ფენას და მატებს დამატებით ბზინვარებას. არგანის ზეთი და კერატინი ავსებენ დაზიანებული თმის სტრუქტურას, კვებავენ და აღადგენენ თმის ღერის ზედა ფენას. გამანეიტრალებელი პიგმენტი თანაბრად ნაწილდება მთელ სიგრძეზე და მყისიერად ანეიტრალებს სიყვითლეს. არ ტოვებს თმაზე ინტენსიურ იისფერ ელფერს და არ აშრობს თმას. კონდიციონერების კომპლექსი აძლიერებს თმის ბზინვარებას, ხელს უშლის ფერის გადახუნებას და იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. არ შეიცავს სულფატებს.
განკუთვნილია ქერა, მელირებული ან გაღიავებული თმისთვის.
თვალებში მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. პროდუქტი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თმის სტილისტიკის თერმული ხელსაწყოების მოხმარებამდე გამოიყენეთ თმის თერმოდამცავი საშუალება.
ლიპიდების კომპლექსი, არგანის ზეთი.
Aqua (Water), Butane, Myristyl Alcohol, Propane, Isobutane, Amodimethicone, Argania Spinosa Kernel Oil, C.I. 60730 (Acid Violet 43), Ceteareth-20, Cetrimonium Chloride, Cetyl Alcohol, Citric Acid, Cocamidopropyl Betaine.
250 მლ.
Kaypro No Yellow GIGS სერია შემუშავებულია ქერა, მელირებული და გაღიავებული თმისთვის და მისი დანიშნულებაა თმაზე არასასურველი ყვითელი და ოქროსფერი შეფერილობების ნეიტრალიზება სპეციალური იისფერი პიგმენტის მეშვეობით. სერიაში ხელმისაწვდომია შამპუნი, ნიღაბი და ქაფი.
თმის მოვლის იტალიური ბრენდი Kaypro 1980-იან წლებში გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე. დაარსების დღიდან დღემდე ბრენდის ამოსავალი წერტილი პროფესიონალური პროდუქტების წარმოებაა — მისი შამპუნები, კონდიციონერები თუ სამკურნალო საშუალებები მაღალი ხარისხით გამოირჩევა.