აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თმის უთო BHS520/00 ფილიპსი - Philips

#99949_1104
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPHILIPS - ფილიპსი
ბრენდის ქვეყანა ნიდერლანდები
მოკლე აღწერა
თმის უთო BHS520/00, ThermoShield ტექნოლოგიის მქონე ეფექტური და ადვილად გამოსაყენებელი თმის უთო, არგანის ზეთით გამდიდრებული კერამიკის ფირფიტა, სწრაფი გახურება და ტემპერატურის 12 რეგულირებადი რეჟიმი, LED ეკრანის საშუალებით მარტივად აკონტროლებთ უთოს სხვადასხვა რეჟიმს,
279.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

თმის უთო BHS520/00 ფილიპსი - Philips 

Philips  BHS520/00 საშუალებით, შეძლებთ სახლის პირობებში მიიღოთ სალონის დონის, იდეალურად სწორი თმა. თმის უთოს გლუვი ფირფიტები მარტივად სრიალებს თმაზე, რაც უფრო ნაკლებ დროში მოგცემთ საუკეთესო შედეგს. ThermoShield ტექნოლოგია იცავს თმის ბოლოებს დაწვისა და გაყოფისგან. არგანის ზეთით გამდიდრებული კერამიკის გლუვი ფირფიტები და დახვეწილი დიზაინი კიდევ უფრო გაგიმარტივებთ თმის გასწორებას, დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. იონური მოვლა მბზინავი თმისთვის - დამუხტული უარყოფითი იონები აჯანსაღებს და არბილებს თმას, მატებს მას ბუნებრივ ბზინვარებას. Philips  BHS520/00 აქვს ტემპერატურის 12 პარამეტრი მაქსიმუმ  230°C-მდე, რომლის კონტროლიც LED ინდიკატორითა და რეგულატორით. ტემპერატურის დაბლოკვისა და 30 წუთის შემდეგ ავტომატურად გათიშვის ფუნქცია თქვენი უსაფრთხოების გარანტია. მოწყობილობას აქვს სწრაფი გაცხელების ფუნქცია და მზად არის გამოყენებისთვის 30 წამში. თმის უთოს აქვს 1.8 მ სიგრძის მბრუნავი კაბელი და საკიდი, რომელიც უფრო კომფორტულს და პრაქტიკულს ხდის მის გამოყენებას. ასევე კომპლექტაციაშია თერმომდგრადი დასაფენი. 

ბრენდის შესახებ ინფორმაცია 

Philips არის გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც დაარსდა 1891 წელს, ნიდერლანდებში. ამჟამად ცნობილია თავისი ინოვაციური პროდუქციით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავის მოვლის ტექნიკაში. Philips-ის ისტორიული მისია იყო ხარისხიანი ელექტრონული პროდუქციის შექმნა. ბრენდის თავის მოვლის ტექნიკა აფთიაქებში ფართოდაა წარმოდგენილი და მიზნად ისახავს ადამიანების ყოველდღიური სილამაზისა და ჰიგიენის საჭიროებების დაკმაყოფილებას.