აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

შროშანი ხსნარი თმის ცვენის სპრეი 100მლ

#104680_3349
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა საქართველო
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაherbal combination drug
მოცულობა100 მლ
მოკლე აღწერა

პარასამკურნალო მცენარეული პრეპარატი შროშანი (100მლ) წარმოადგენს თმის ცვენისა და  ქერტლიანობის სამკურნალო გამაჯანსაღებელ 100%-იან ნატურალურ, მცენარეთა ნაყენს.

12.73₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შროშანი ხსნარი თმის ცვენის სპრეი 100მლ

პარასამკურნალო მცენარეული პრეპარატი შროშანი (100მლ) წარმოადგენს თმის ცვენისა და ქერტლიანობის სამკურნალო გამაჯანსაღებელ 

100%-იან ნატურალურ, მცენარეთა ნაყენს.

დღეს სააფთიაქო ქსელში ანალოგიური დანიშნულების უამრავი იმპორტული მედიკამენტია, რომელთა უმეტესობა დაბალი თერაპიული მოქმედებითა და მრავალი არასასურველი  გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.

სინთეზური ქიმიის მედიკამენტებისაგან განსხვავებით ქართველი ფარმაცევტის მიერ შექმნილი, დროში გამოცდილი და გამართლებული მცენარეული პრეპარატი შროშანით ეფექტურად იკურნება:

1.ინტენსიური თმის ცვენა, გამელოტება

2.ბუდობრივი თმის ცვენა

3.ქერტლიანობა, კანის აქერცვლა, ქავილი, სიწითლე და გაღიზიანებული კერები თავის კანის თმიან მიდამოში.

4.თმის ღეროების დასუსტება - დაავადება, ბოლოების გაყოფა, გაჭაღარავება.

5.შემჩნეულია ზოგიერთ პაციენზე ჭაღარა თმებისა და წვერის ნელ-ნელა გამუქება და გახშირება.

პრეპარატი შროშანი მეტად მარტივი გამოსაყენებელია, იგი წარმოადგენს 100 % იან სუფთა მცენარეულ ნაყენს, რომელსაც პულვერიზატორის დახმარებით შეიზელთ პულვერიზატორის

დახმარებით ყოველდღე თმის ძირებში (უმჯობესია დილით და საღამოს), ირგვლივ მთელ თავზე და მოახდენთ თმის საფარის მასაჟს თითებით ან ხაოანი პირსახოცით. 

პრეპარატი უნდა შეგაშრეთ თმებზე, მისი ჩამობანა არ არის საჭირო; თმის საფარი ამ დროს სწრაფად იკეთებს მოცულობას, ხდება ფაფუკი, კარგად ეწყობა და ივარცხნება.

თმები იბრუნებს თავდაპირველ ფერს და ბზინვარებას. ყოველთვის, როცა კი მას მიმართავთ, თქვენი გარეგნობა სიცოცხლით სავსე და მიმზიდველი გახდება.

პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ, როცა საჭიროა ძალიან მოკლე დროში (ბანაობის გარეშე) თმების წესრიგში მოყვანა.

შროშანის სისტემატიური, მეთოდური გამოყენებით თქვენ არა მარტო განიკურნებით თმის ცვენისაგან, არამედ შეინარჩუნებთ თმის საფარს, ხელს შეუწყობთ მის გახშირებას და გაჯანსაღებას.