აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თმის ლაქი ძლიერი FANtouch 320მლ 4498 ფანოლა - Fanola

#103649_3073
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიFanola - ფანოლა
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
FanTouch ECO Fix It ექსტრა-ძლიერი ფიქსაციის მქონე ეკოლოგიური ლაქი, გაზის გარეშე, სპრეის სახით - უზრუნველყოფს ვარცნილობის ხანგრძლივ და საიმედო დაფიქსირებას. ანიჭებს თმას ბზინვარებასა და ელასტიურობას, იცავს თერმული ხელსაწყოების ზემოქმედებისგან და არ ტოვებს ნარჩენებს. პროდუქტი ქმნის თმაზე ულტრა-მსუბუქ და ელასტიურ ფენას, არ ამძიმებს და არ აწებოვნებს მას. მარტივად სცილდება დავარცხნისას ან დაბანისას. 100% ვეგანური ფორმულა, ეკოლოგიურად უსაფრთხო ინგრედიენტებით. ნაზი ყვავილოვანი არომატით. 320 მლ
26.85₾
44.75₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

თმის ლაქი ძლიერი FANtouch ფანოლა - Fanola

Fanola FanTouch ECO Fix It არის თმის პროფესიონალური ეკოლოგიური ლაქი, რომელიც აერთიანებს ძლიერ ფიქსაციასა და გარემოზე ზრუნვას. არის სპრეის ფორმით, გაზის გარეშე. 

პროდუქტი შექმნილია მათთვის, ვინც ეძებს ეფექტურ სტაილინგ საშუალებას და ამავდროულად ანიჭებს მნიშვნელობას ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან არჩევანს. 

ფორმულა შეიცავს ჰიდროლიზებულ აბრეშუმსა და კოლაგენს, რომლებიც უზრუნველყოფენ თმის სირბილეს, ელასტიურობასა და ბუნებრივ ბზინვარებას. 

  • ექსტრა-ძლიერი ფიქსაცია, დონე 4/5
  • უზრუნველყოფს ხანგრძლივ ფიქსაციას 
  • იცავს თმას თერმული ხელსაწყოების ზემოქმედებისგან 
  • ანიჭებს ბზინვარებასა და ელასტიურობას 
  • არ ამძიმებს და არ აწებოვნებს თმას 
  • სწრაფად შრება
  • არ ტოვებს თეთრ ნარჩენებს
  • მარტივად სცილდება დავარცხნისას 
  • შესაძლებელია ყოველდღიური გამოყენება
  • ნაზი ყვავილოვანი სურნელი 
  • 100% ვეგანური ფორმულა 
  • ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი 

თმის ტიპი 

ყველა ტიპის თმისთვის 

გამოყენების წესი 

  • გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი.
  • შეისხურეთ მშრალ, უკვე დავარცხნილ თმაზე დაახლოებით 30 სმ დაშორებიდან.
  • განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. 
  • არ გახვრიტოთ და არ ჩააგდოთ ცეცხლში. 
  • შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით. 

შედეგი: ვარცხნილობა ინარჩუნებს ფორმასა და ფიქსაციას მთელი დღის განმავლობაში, თმა კი რჩება ბუნებრივად ბზინვარე და ელასტიური. 

ინგრედიენტები 

Hydrolyzed Silk; Hydrolyzed Collagen; Cyclopentasiloxane; VA/Crotonates/Vinyl Neodecanoate Copolymer 

მოცულობა 

320 მლ 

ხაზის შესახებ ინფორმაცია 

Fanola FanTouch არის პროფესიონალური სტაილინგის ხაზი, რომელიც აერთიანებს თმის ფორმირების, დაცვისა და ფიქსაციის პროდუქტებს. 

სერია მოიცავს პროდუქტების რამდენიმე ხაზს: 

  • ლურჯი - მოცულობა (Volume) 
  • იასამნისფერი - ფიქსაცია (Fix)
  • ცისფერი - თერმოდაცვა (Protection)
  • ყვითელი - ბზინვარება და პოლირება (Brilliance)
  • წითელი - ფორმის მიცემა (Shape) 

ეტიკეტზე დატანილი ნიშნულები მიუთითებს ფიქსაციის დონეს 1-დან 5-მდე, სადაც: 

1 - მსუბუქი ფიქსაცია  

5 - მაქსიმალური ფიქსაცია 

ბრენდის შესახებ ინფორმაცია 

Fanola - იტალიური პროფესიონალური ბრენდი, რომელიც სალონური ხარისხის შედეგს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. 

ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს შამპუნებს, კონდიციონერებს, ნიღბებსა და სტაილინგ საშუალებებს, რომლებიც გამოირჩევა თანამედროვე, ვეგანური ფორმულებით და სწრაფი, თვალსაჩინო ეფექტით. 

Fanola-ს მსოფლიო პოპულარობა განსაკუთრებით განაპირობა ლეგენდარულმა No Yellow ხაზმა - ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პროფესიონალურმა იასამნისფერმა შამპუნმა ქერა თმისთვის. 

მიმართულება: პროფესიონალური თმის მოვლა და სტაილინგი 
გამოყენება: სალონური და ყოველდღიური გამოყენება