აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

გელი ხვეული თმის Curl 200მლ 9887 მილქშეიკი - Milkshake

#106237_4049
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიMilkshake - მილქშეიკი
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოცულობა200 მლ
მოკლე აღწერა
გელი ხვეული თმის Curl მილქშეიკი - Milkshake თმის ფორმირებისთვის შექმნილი გელი, რომელიც უზრუნველყოფს მოქნილ ფიქსაციას, მკვეთრად გამოხატულ ხვეულებსა და ბუნებრივ მოძრაობას. ფორმულა იცავს თმას ტენიანობის (Humidity) ზემოქმედებისგან, ასწორებს და გლუვს ხდის თმის კუტიკულას, ამცირებს აფუებას(Frizz) და ხვეულებს ელასტიურობასა და ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს.
67.99₾
84.99₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

გელი ხვეული თმის Curl მილქშეიკი - Milkshake

გელი იდეალურია დიფუზორით გასაშრობად, რადგან ეხმარება ხვეულებს ფორმის ხანგრძლივად შენარჩუნებაში, სიმკვრივისა და მოქნილობის დაკარგვის გარეშე. 

milk_shake® Curl Passion არის სპეციალურად ხვეული თმისთვის შექმნილი მოვლის ხაზი, რომელიც შექმნილია ხვეულების ბუნებრივი სილამაზის გამოსაკვეთად. ტალღოვანი, სპირალური თუ ბუნებრივად ხვეული თმა სწორი მოვლისა და კვების პირობებში ხდება უფრო ელასტიკური, მკვეთრი და მოვლილი. 

ბზინვარე და ჯანმრთელი ხვეულები ბევრი ადამიანის სურვილია, თუმცა ბუნებრივად ტალღოვანი და ხვეული თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია სწორი წმენდა და დატენიანება. სპეციალური შამპუნი უზრუნველყოფს თმის ნაზ გაწმენდასა და კვებას ისე, რომ არ ამძიმებს მას. 

შემდეგი ეტაპია კონდიციონერის გამოყენება, რომელიც თმის სიგრძესა და ბოლოებზე უზრუნველყოფს ოპტიმალურ დატენიანებას. ხშირ შემთხვევაში ხვეულ თმაში ღინღლიანობის (Frizz) მთავარი მიზეზი სწორედ ტენიანობის ნაკლებობაა. კონდიციონერის გამოყენებისას თმის დავარცხნა ფართეკბილებიანი სავარცხლით უფრო მარტივი ხდება. 

მოვლის რუტინას ასრულებს დაუბანელი (Leave-In) პროდუქტი, რომელიც აძლიერებს კონდიციონერის ეფექტს, დამატებით ატენიანებს თმას და ამზადებს მას გაშრობისა და სტაილინგისთვის. 

milk_shake® Curl Passion-ის ფორმულა გამდიდრებულია ამაზონის ტროპიკული ტყეების მცენარეული ზეთების კომპლექსით, რომელიც ფარავს თმის ღერს დამცავი ფენით, ხელს უწყობს ელასტიკურობის შენარჩუნებას, აღადგენს დაზიანებულ თმას და იცავს ხვეულებს გამოშრობისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. 

milk_shake® Curl Passion Defining Gel გამდიდრებულია ამაზონის ტროპიკული ტყეების მცენარეული ზეთების კომპლექსით, რომელიც ფარავს თმის ღერს დამცავი ფენით, ხელს უწყობს ხვეულების ელასტიკურობის შენარჩუნებას და დაზიანებული თმის აღდგენას. შედეგად, ხვეულები უფრო მკვეთრი, მოქნილი და ბუნებრივად ფორმირებული ხდება. 

ბრენდის გამორჩეული ინგრედიენტები — რძის ცილები და ხილის ექსტრაქტები (მოცვი, ვაშლი და ლიმონი) — ავსებს ფორმულას, ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს თმას, აუმჯობესებს მის სტრუქტურასა და საერთო იერს, ამცირებს ღინღლიანობას (Frizz) და ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას. 

გელი ასევე ხელს უწყობს ხვეულების ფორმის ხანგრძლივად შენარჩუნებას, იცავს მათ ტენიანობის (Humidity) ზემოქმედებისგან და უზრუნველყოფს ბუნებრივ მოძრაობას სიმძიმის ან წებოვანი ეფექტის გარეშე. 

თმის ტიპი  

  • ხვეული და
  • ტალღოვანი თმა. 

გამოყენების წესი 

  • დაიტანეთ სუფთა, პირსახოცით შემშრალ თმაზე. 

  • ხელებით თანაბრად გადაანაწილეთ და შემდეგ გაიკეთეთ სასურველი სტაილინგი. 

ინგრედიენტები 

Aqua (Water), VP/VA Copolymer, Behentrimonium Methosulfate, Hydroxyethylcellulose, Panthenol, Propylene Glycol, Phenoxyethanol, Cetyl Alcohol, Parfum (Fragrance), Butylene Glycol, Hydrolyzed Milk Protein, Pentaclethra Macroloba Seed Oil, Piroctone Olamine, Orbignya Oleifera Seed Oil, Hexyl Cinnamal, Limonene, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Extract, Benzyl Benzoate, Citric Acid, Hydrolyzed Quinoa, Benzyl Salicylate, Coumarin, Citrus Limon (Lemon) Fruit Extract, Pyrus Malus (Apple) Fruit Extract, Vaccinium Myrtillus Fruit Extract, Amyl Cinnamal, Linalool, Geraniol, Citronellol, Tocopherol. 

მოცულობა  

200 მლ