აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თვალის კრემი ფილერი 30 მლ 3793 სალი დი ისკია - Sali di ischia

#100502_3901
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიSali di ischia - სალი დი ისკია
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოცულობა30 მლ
მოკლე აღწერა
თვალის კრემი ფილერი, ფილერის ეფექტის მქონე თვალის კონტურის კრემი აგვარებს სხვადასხვა გამოხატულ ნაკლოვანებას - ნაკლებად ხილული ნაოჭებიდან უფრო ღრმა ნაოჭებამდე. ასტიმულირებს სისხლის მიკროცირკულაციას, რითაც აღადგენს განახლებულ იერს. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. 30 მლ.
28.98₾
57.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

თვალის კრემი ფილერი სალი დი ისკია - Sali di ischia 

თვალის მოვლის საშუალება განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით ეფექტურია მოწიფული, მშრალი ან მგრძნობიარე კანისთვის, რომელსაც სჭირდება დაბერების საწინააღმდეგო მოვლა თვალების გარშემო. სპეციალურად შექმნილია ნაოჭების, წვრილი ხაზების და დაბერების ნიშნების შესამცირებლად თვალის დელიკატურ ზონაში. მისი დანიშნულებაა „შემავსებელი ეფექტის“- ფილერის მსგავსი მოქმედება - ასწორებს ნაოჭებს და თვალის ირგვლივ არეს ანიჭებს ახალგაზრდულ იერსახეს, ამცირებს დაღლილობისგან გამოწვეულ შეშუპებას და სიშავეს, ამცირებს გაღიზიანებას. სპეციალური ფორმულა გამდიდრებულია ორი, მაღალი და დაბალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავით. ხელს უწყობს ინტენსიურ დატენიანებას თვალის კანის ზედაპირზე და კანქვეშ, ხოლო ისკიას თერმული წყალი ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, აუმჯობესებს თვალის არეში ტონუსსა და ელასტიურობას. აქვს მსუბუქი და აბრეშუმისებრი ტექსტურა დამამშვიდებელი ეფექტით. სწრაფად შეიწოვება, ავსებს ნაოჭებს და აუმჯობესებს თვალის კონტურის ვიზუალურ მხარეს. აქვს ლიფტინგის და შემავსებლის ეფექტი; ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას და არბილებს კანს; 

კანის ტიპი

განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით ეფექტურია მოწიფული, მშრალი ან მგრძნობიარე კანისთვის, რომელსაც სჭირდება დაბერების საწინააღმდეგო მოვლა თვალების გარშემო.

გამოყენების წესი

  • გამოიყენეთ ყოველდღიურად, სასურველია დილით და საღამოს.
  • წაისვით მცირე რაოდენობა თვალის კონტურის არეში. ნაზად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე. მოერიდეთ თვალებთან პირდაპირ კონტაქტს.
  • თვალის კრემის გამოყენებამდე შესაძლებელია თვალის შრატის მოხმარება.
  • მოერიდეთ თვალის ირგვლივ ნაზ კანზე უხეშ ზემოქმედებას.

ინგრედიენტები / შემადგენლობა

მინი [ha] და ალფა ჰიდროქსი (AHA) მჟავები: ხელს უწყობენ ეპიდერმისის განახლებას, ასტიმულირებენ უჯრედების რეგენერაციას, ანიჭებენ კანს უფრო კაშკაშა და ერთგვაროვან ფერს.

ორმაგი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა: საფუძვლიანად ატენიანებს კანს თვალების ირგვლივ. ეს არის ხაზოვანი პოლისაქარიდი, რომელიც ბუნებრივად არსებობს ადამიანის ორგანიზმში, ის ადამიანის შემაერთებელი ქსოვილების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და განსაკუთრებით კონცენტრირებულია კანში. ჰიალურონის მჟავის მთავარი მახასიათებელია მისი უნარი, დაუკავშირდეს წყლის მოლეკულებს და შეინახოს ისინი კანის ქსოვილში. ეს თვისება ხელს უწყობს ჰიდრატაციის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კანის ელასტიურობას და ტონუსს. ამ პოლისაქარიდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ეხება მის უნარს, ხელი შეუწყოს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, ასტიმულირებს უჯრედების პროლიფერაციას და დიფერენციაციას. ჰიალურონის მჟავის ბუნებრივი კონცენტრაცია პროგრესულად მცირდება ფიზიოლოგიური დაბერების და თავისუფალი რადიკალების მოქმედების შედეგად. ეს იწვევს ქსოვილების ჰიდრატაციის დონის შემცირებას, რასაც თან ახლავს ელასტიურობის, ტონუსის და კანის სიმკვრივის დაკარგვა. მოლეკულური წონის ფართო მრავალფეროვნების წყალობით ჰიალურონის მჟავას შეუძლია მოქმედება კანის სხვადასხვა დონეზე.

თერმული წყალი: მიკროელემენტებს, რომლითაც ის მდიდარია, აქვთ ანტიოქსიდანტური, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

ჰიდროლიზებული კოლაგენი: დაშლილია მცირე პეპტიდებად და ამინომჟავებად, რაც აადვილებს მის კანზე წასმას და შეწოვას. მოქმედებს, როგორც დამატენიანებელი - იზიდავს და ინარჩუნებს ტენიანობას კანში. ხდის კანს უფრო მკვრივს და ელასტიურს. კანის ზედაპირზე ქმნის რბილ, მოქნილ ფენას, რომელიც აუმჯობესებს ტექსტურას და ქმნის შემავსებლის მსგავს ეფექტს. გააჩნია კანის ბარიერის დამცავი მოქმედება: ხელს უწყობს ტრანსეპიდერმული წყლის დაკარგვას და იცავს გარემო ფაქტორებისგან. გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი: აგვარებს სიმშრალის და გაღიზიანების პრობლემებს.

ელასტინი: ბუნებრივი ბოჭკოვანი ცილა, რომელიც კოლაგენთან ერთად კანზე მოქმედებს, როგორც შემავსებელი და ანიჭებს ელასტიურობას. აქვს ლიფტინგის ეფექტი. ამცირებს წვრილ ნაოჭებს. ანიჭებს სიგლუვეს და ამცირებს ნაოჭების გაჩენას. ქმნის კანზე ბარიერს, რომელიც ინარჩუნებს ტენიანობას და ხელს უშლის წყლის დაკარგვას. აქვს დამამშვიდებელი მოქმედება.

არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინს, გმო-ს.

AQUA, GLYCERIN, POLYACRYLATE-33, HYDROLYZED COLLAGEN, ELASTIN, HYDROLYZED HYALURONIC ACID, SODIUM HYALURONATE, PHENOXYETHANOL, PEG-6 CAPRYLIC/CAPRIC GLYCERIDES, TRIDECETH-9, PEG-40 HYDROGENATED CASTOR OIL, PARFUM, PROPYLENE GLYCOL, TETRASODIUM EDTA, ETHYLHEXYLGLYCERIN, ACRYLATES/ C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER, SODIUM HYDROXIDE, CITRIC ACID, PENTYLENE GLYCOL, POLYSORBATE 20, SODIUM BICARBONATE, POTASSIUM BROMIDE, MAGNESIUM SULFATE, POTASSIUM IODIDE, SODIUM CHLORIDE.

მოცულობა

30 მლ.

სერია/ხაზის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia-ს სახის კანის მოვლის ხაზში გამოყენებულია ისკიას თერმული წყლის ძალა კანის დატენიანების, დამშვიდებისა და აღდგენისთვის. ასორტიმენტი მოიცავს ნაზ და ეფექტურ გამწმენდ საშუალებებს, ტონერებს სპირტის გარეშე, დამატენიანებლებს, სახის შრატებს, კრემებს და თვალის კრემებს - ყველა მათგანი განკუთვნილია საფუძვლიანი დატენიანებისთვის, კანის ჯანსაღი ბალანსის დაცვისა და აღდგენისთვის.

ბრენდის/მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია

Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები.

ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით.

ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.