| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Sali di ischia - სალი დი ისკია |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოცულობა | 75 მლ |
დეოდორანტი სპრეი Sea სალი დი ისკია - Sali di ischia
დეოდორანტი სპრეი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, ალკოჰოლზე მაღალი მგრძნობელობის გარდა. დეოდორანტის სპირტის შემცველი ფორმულა სასიამოვნო სიახლისა და სიმშრალის შეგრძნებას ანიჭებს კანს, ხოლო დახვეწილი სურნელი ელეგანტურ კვალს ტოვებს. დეოდორანტის ეფექტურობა მოქმედებს 48 საათამდე, არ ტოვებს შავ ტანსაცმელზე თეთრ ლაქებს და თეთრ ტანსაცმელზე - ყვითელ ლაქებს. აქვს უგაზო, უხილავი სწრაფად შრობადი ფორმულა. განკუთვნილია მათთვის, ვისაც სჭირდება ნაზი, მაგრამ ეფექტური დაცვა.
განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, ალკოჰოლზე მაღალი მგრძნობელობის გარდა.
ალკოჰოლის შემცველობა უზრუნველყოფს მყისიერ გაგრილებას და სიმშრალის შეგრძნებას; ხელს უწყობს სისუფთავეს.
ალუმინის ქლოროჰიდრატი მოქმედებს როგორც ანტიპერსპირანტი, ამცირებს ოფლის გამოყოფას და ანეიტრალებს სუნს საოფლე სადინარებში.
იზოპროპილ მირისტატი აუმჯობესებს კანის შეწოვის ფუნქციას და სენსორულ სიგლუვეს.
არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინს, გმო-ს.
Alcohol denat. (denatured alcohol), Aqua (water), Aluminum chlorohydrate, Isopropyl myristate, Parfum (fragrance), Tetramethyl acetyloctahydronaphthalenes, Linalool, Amyl cinnamal, Coumarin.
75 მლ.
Sali di Ischia-ს სხეულის მოვლის ხაზში შემოთავაზებულია ისკიას თერმული წყლების სამკურნალო ძალის შერწყმა კანის მოვლის თანამედროვე ინოვაციებსა და გამოცდილებასთან. იგი იდეალურია ყველასთვის, ვისაც სურს სხეულის მოვლის სრულყოფილი რუტინა პროდუქტებით, რომელიც გამდიდრებულია თერმული წყლით, ნაზი არომატული და მკვებავი ინგრედიენტებით. ბრენდის სხეულის მოვლის ხაზი შთაგონებულია კუნძულის ვულკანური ფლორით, სამკურნალო ტალახით, თერმული წყლებითა და მინერალური მარილებით, რაც მიზნად ისახავს კანის სიჯანსაღის ხელშეწყობას. პროდუქტები გაჯერებულია ხმელთაშუა ზღვის მცენარეული ექსტრაქტებით და ეთერზეთებით, რომელთაც გააჩნია მკვებავი, ანტიოქსიდანტური, დამამშვიდებელი და აღმდგენი მოქმედება. ეს გახლავთ სპა - სახლის პირობებში.
Sali di Ischia არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი თავის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებებით, რომლებიც შთაგონებულია კუნძულ ისკიას ხმელთაშუა ზღვისა და თერმული წყლებით. ბრენდი ფოკუსირებულია ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობას და სილამაზეს. ხასიათდება თბილი სურნელით, რბილი ტექსტურებით და ბუნებრივი მცენარეული შემადგენლობით. ბრენდის პროდუქტები ასოცირდება კანის მოვლის პროფესიონალურ პროცედურებთან. ასორტიმენტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი სახის, ტანის, თმის, ფეხის მოვლისთვის, აგრეთვე სუნამოები და სასაჩუქრე ნაკრებები, სახლის სუნამოები და პროფესიონალური სამასაჟე პროდუქტები.
ბრენდი შთაგონებას იღებს ხმელთაშუა ზღვის კულტურიდან და ისკიას თერმული წყლებიდან, რომლებიც ხასიათდება დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური თვისებებით.
ბრენდის ფორმულები არ შეიცავს პარაბენებს, გმო-ს, SLS/SLES-ს, პარაფინს. კომპონენტები მოიპოვება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე გადამუშავებადი შეფუთვები ასახავს მის მაღალ ეკოლოგიურ ცნობიერებას.