| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 14 პაკეტი |
| მოქმედი ნივთიერება | trigonella+passiflora+rosa canina+vitamin B8+Mg |
გამოიყენება რძის ნაკლეობის დროს მეძუძურ დედებში.
Calmosine Breastfeeding
კალმოზინი რძის მომყვანი
სასურსათო დანამატი
დამზადებულია ბუნებრივ კომპონენტებზე!
არ შეიცავს ქიმიურ არომატიზატორებს!
არ შეიცავს კონსერვანტებს!
არ შეიცავს შაქარს!
ერთი დოზა (ერთი 10 მლ._იანი პაკეტი) შეიცავს შემდეგ კომპონენტებს
ტრიგონელას თესლის ექსტრაქტი (Trigonella Foenum-Graecum) 1500 მგ., პასიფლორა (Passiflora Incarnata) 1000 მგ., ასკილის ვარდი (Rosa Canina) 500 მგ., ბიოტინი (ვიტამინი B8) 7,5 მკგ., მაგნიუმი 56,50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, მცენარეული გლიცერინი, გლიცეროფოსფატი, ლიმონმჟავა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კალმოზინი რძის მომყვანი _ ეს არის უნიკალური, კომბინირებული, ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას მეძუძურ დედებში. ტრიგონელას ექსტრაქტი აძლიერებს რძის წარმოქმნას და ხელს უწყობს ლაქტაციის შენარჩუნებას. პასიფლორა გამოირჩევა ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედებით. ასკილის ვარდი მდიდარია C ვიტამინით, კაროტინით, ესენციური ეთერზეთებით. აუმჯობესებს რძის წარმოქმნას და უზრუნველყოფს ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას. ბიოტინი წყალში ხსნადი B8 ვიტამინია, რომელიც მეძუძურ დედას იცავს თმის ცვენისგან, ასევე, უნარჩუნებს კანს ჯანმრთელობას, ელასტიურობას, სიმკვრივეს. მაგნიუმი ეფექტურად ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და ეხმარება მეძუძურ ქალს ენერგიის აღდგენაში.
რძის ნაკლეობა მეძუძურ დედებში, ლაქტაციის სტიმულირების საჭიროება.
მიიღება 2 საშეტი (პაკეტი) დღეში. რეკომენდებულია საშეტის შიგთავსის განზავება წყალში. მიიღება მთელი ლაქტაციის განმავლობაში, საჭიროებისამებრ.
პროდუქტის მიღების პარალელურად რეკომენდებულია წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება დღის განმავლობაში.
ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას. კალმოზინი რძის მომყვანი წარმოადგენს სასურსათო დანამატს, შესაბამისად, ის ვერ იქნება ჯანსაღი საკვების შემცვლელი.
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
პროდუქტი ინახება ოთახს ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25 ̊ ტემპერატურისა.
გამოშვების ფორმა: სიროფი საშეტში (პაკეტში). შეფუთვაშია N14 საშეტი.
ასევე, იხილეთ: Humana - ჰუმანა პიულატე 5გ 1 ცალი 4095