აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ტუჩის ზეთი Glimmer ROSE 7448 დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpaw

#104654_3509
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიDr Paw Paw - დოქტორ პაუ პაუ
ბრენდის ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
მოკლე აღწერა
ტუჩის ზეთი Glimmer Glaze Lip Oil Rose არის დამატენიანებელი ტუჩის ზეთი, რომელიც ტუჩებს ანიჭებს ბუნებრივ შეფერილობასა და მსუბუქ ბზინვარებას.
12.13₾
26.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ტუჩის ზეთი Glimmer ROSE დოქტორ პაუ პაუ - Dr. Pawpaw 

Dr.PAWPAW Glimmer Glaze Lip Oil Rose აერთიანებს ტუჩის ზეთის მკვებავ თვისებებსა და მსუბუქ შეფერილ პიგმენტს. ფორმულა უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას, კომფორტულ შეგრძნებასა და მაღალ ბზინვარებას წებოვნების გარეშე. ნაზი შეფერილობა და მარგალიტისებრი ბზინვარება ქმნის ბუნებრივ და მოვლილ იერს. პროდუქტი გამდიდრებულია პაპაიას ექსტრაქტით (Pawpaw), აბუსალათინის ზეთითა და ალოე ვერათი, ეს ინგრედიენტები არბილებენ, კვებავენ და იცავენ ტუჩებს. პრაქტიკული შეფუთვა აღჭურვილია საკიდი რგოლით, რაც პროდუქტის ყოველდღიურად ტარებას ამარტივებს. ვეგანური და უპარფიუმო ფორმულა.

კანის ტიპი

შესაფერისია ყველა ტიპის კანისა და ტუჩისთვის, განსაკუთრებით მშრალი და დეჰიდრატირებული ტუჩებისთვის.

გამოყენების წესი

  • წაისვით ტუჩებზე საჭიროებისამებრ.
  • გამოიყენეთ დამოუკიდებლად ბუნებრივი ბზინვარებისა და მსუბუქი ფერისთვის, ან საყვარელი ტუჩსაცხთან ერთად დამატებითი სიპრიალისა და მოცულობის ეფექტის მისაღებად.

ინგრედიენტები

Ricinus Communis (Castor) Seed Oil, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Hydroxystearic/Linolenic/Oleic Polyglycerides, Candelilla Cera, Hydrogenated Castor Oil, Calcium Sodium Borosilicate, Olea Europaea (Olive) Fruit Oil, Aloe Barbadensis (Aloe Vera) Leaf Extract, Tocopherol (Vitamin E), Carica Papaya (Papaya) Fruit Extract, CI 77891 (Titanium Dioxide), CI 16035 (FD&C Red No. 40), Tin Oxide.

მოცულობა

10 მლ.

სერიის შესახებ ინფორმაცია

Glimmer Glaze არის Dr.PAWPAW-ის ტუჩის ზეთების სერია, რომელიც შექმნილია ტუჩების ინტენსიური დატენიანების, კვებისა და ბუნებრივი ბზინვარების უზრუნველსაყოფად. სერიის პროდუქტები გამოირჩევა მსუბუქი ტექსტურით, არაწებოვანი ფორმულით, გამჭვირვალე ან ტონირებული შეფერილობებითა და მარგალიტისებრი ეფექტით, რომელიც ქმნის პოპულარულ „Glass Lip“ იერს.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Dr Paw Paw — ბრიტანული ბრენდი, ცნობილია პაპაიას (PAWPAW) ექსტრაქტით, პროდუქცია ძირითადად ბუნებრივი და მცენარეული ინგრედიენტებისგან შედგება. ბრენდი crueltyfree, მცენარეული მოვლის საშუალებებით არის ცნობილი.