| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 |
ახალშობილებისთვის გაზების გამოსაყვანი მილაკი WINDI® – 10 ცალი
ახალშობილებში გაზების დროს პირველადი დახმარება ყველაზე ბუნებრივი პროცესი ბუნებაში!
ბევრ ახალშობილს აწუხებს ჭარბი აირების წარმოქმნის პრობლემა, რომლებიც საჭმლის მონელების პროცესში ყველა ადამიანში ბუნებრივად წარმოიქმნება. ეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია. ზოგიერთ ბავშვს აირებისგან დამოუკიდებლად გათავისუფლება მარტივად შეუძლია, ხოლო ზოგიერთისთვის ეს რთულდება და ზოგჯერ კოლიკების განვითარებასაც იწვევს. ჭარბი აირების დაგროვება და კოლიკები შეიძლება აწუხებდეს ბავშვს ოთხ თვემდე ასაკში ან უფრო დიდხანს. ჭარბი აირებისგან გამოწვეული დისკომფორტის მქონე ჩვილების მშობლებს შეუძლიათ ბავშვს დაეხმარონ. მუცლის სპეციალური მასაჟი და შემდგომ Windi® გაზების გამოსაყვანი მილაკის გამოყენება ხელს უწყობს აირების გამოდევნას, ამსუბუქებს ახალშობილის მდგომარეობას და ოჯახში სიმშვიდესა და კომფორტს აბრუნებს.
1. გაუკეთეთ ბავშვს მუცლის ნაზი მასაჟი: ხელით მსუბუქად გადაუსვით მარჯვენა მხრიდან მუცლის ცენტრისკენ, შემდეგ ზემოდან ქვემოთ, რათა აირები მიმართოთ ანალური ხვრელისკენ.
იგივე მასაჟი გაიმეორეთ მარცხენა მხარესაც. თითოეული მხარისთვის მასაჟი გაიმეორეთ 3-ჯერ.
2. გაზების გამოსაყვანი მილაკი (რექტალური კათეტერი) გამოყენებამდე ყოველთვის შეზეთეთ ბავშვის კრემით, ზეთით ან ვაზელინით, რათა შეყვანა გამარტივდეს. აუწიეთ ბავშვს ფეხები თავის მიმართულებით და ფრთხილად შეიყვანეთ მილაკი ანალურ ხვრელში თერმომეტრის მსგავსად . როდესაც აირები დაიწყებს გამოსვლას, მაშინვე გაიგონებთ დამახასიათებელ ხმას. ზოგჯერ აირებთან ერთად შეიძლება გამოვიდეს მცირე რაოდენობის განავალი. თუ აირები მაშინვე არ გამოვიდა, გაიმეორეთ მუცლის მასაჟი და სცადეთ კათეტერის ხელახლა შეყვანა. ზოგჯერ სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა პროცედურის რამდენჯერმე გამეორება. ერთი პროცედურის განმავლობაში შესაძლებელია ერთი და იმავე კათეტერის რამდენჯერმე გამოყენება.
3. პროცედურის დასრულების შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ Windi® კათეტერი. გაზების გამოსაყვანი მილაკის ხელახალი გამოყენება გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ:
• არასოდეს დატოვოთ კათეტერი ბავშვის ანალურ ხვრელში პროცედურის დასრულების შემდეგ.
• არ გამოიყენოთ გაზების გამოსაყვანი მილაკი დღეში 3-ჯერ მეტჯერ, რადგან ზედმეტად ხშირი გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ბავშვის ნაწლავის ბუნებრივი რეფლექსები.
ყურადღება!
ცალობით გაყიდვა აკრძალულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად.
სისუფთავე
ერთჯერადი გამოყენებისთვის.
გამოშვების თარიღი: იხილეთ შეფუთვაზე.
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
ლოტი: იხილეთ შეფუთვაზე.