აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მატყუარა სილიკონის მრგვალი ლამა 18 თვიდან 7434 კანპოლი - Canpol

#106055_1088
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა პოლონეთი
რაოდენობა და ფორმა1 ცალი
მოკლე აღწერა
მატყუარა სილიკონის მრგვალი ლამა 18 თვიდან კანპოლი - Canpol
11.05₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მატყუარა სილიკონის მრგვალი ლამა 18 თვიდან კანპოლი - Canpol

მატყუარები მრგვალი ფორმის თავით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.   განკუთვნილია ჩვილის/ბავშვის დასამშვიდებლად. დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან.  

შემადგენლობა

უმაღლესი ხარისხის სილიკონი

ჰიპოალერგიულია

არ შეიცავს 

BPA-ს (ბისფენოლ A)

 

გამოყენების წესი 

გამოყენებამდე  

  • პირველ გამოყენებამდე მატყუარა 5 წუთის მოათავსეთ მდუღარე წყალში, შემდეგ კი, გაცივების შემდეგ, ფრთხილად გამოწურეთ შიგნით დარჩენილი წყალი. ეს აუცილებელია ჰიგიენის უზრუნველსაყოფად.
  • ყოველი გამოყენების წინ მატყუარა გარეცხეთ თბილი წყლით.
  • არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული ან უხეში საწმენდი საშუალებები.
  • საწმენდი საშუალებების გადაჭარბებულმა გამოყენებამ დროთა განმავლობაში შეიძლება დააზიანოს პლასტმასის ნაწილები.
  • არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
  • არ შეინახოთ მატყუარა მაცივარში/საყინულეში და არ მისცეთ ბავშვს გაყინული ან წინასწარ გაცივებული. 
  • არასოდეს ჩააწოთ მატყუარა ტკბილ, ან სამკურნალო სითხეებში, რადგან ამან შეიძლება ბავშვის კბილების კარიესი გამოიწვიოს.
  • უსაფრთხოებისა და ჰიგიენის მიზნით, სასურველია,  მატყუარა 1–2 თვეში ერთხელ ახლით ჩაანაცვლოთ, განსაკუთრებით, თუ ბავშვს კბილები უკვე ამოჭრილი აქვს.
  • შეინახეთ მატყუარა სუფთა, მშრალ და დახურულ კონტეინერში.
  • რეკომენდებულია, რომ ბავშვმა მატყუარას გამოყენება არაუგვიანეს 3 წლის ასაკში შეწყვიტოს.
  • თქვენი ბავშვის უსაფრთხოებისთვის 

გაფრთხილება! 

  • ყოველი გამოყენების წინ ყურადღებით შეამოწმეთ პროდუქტი.

  • გაქაჩეთ საწოვარას ნაწილი ყველა მიმართულებით.

  • თუ შეამჩნევთ დაზიანების ნებისმიერ ნიშანს, დაუყოვნებლივ გადააგდეთ პროდუქტი.

  • გამოიყენეთ მხოლოდ მატყუარას სპეციალური სამაგრები, რომლებიც შეესაბამება EN 12586 სტანდარტს.

  • არასოდეს მიამაგროთ მატყუარას ლენტები, თასმები ან სხვა მსგავსი ელემენტები, რადგან ამან შეიძლება ბავშვის გაგუდვის საფრთხე გამოიწვიოს.

  • არ დატოვოთ მატყუარა მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ, სითბოს წყაროსთან სიახლოვეს, ან სადეზინფექციო („სტერილიზაციის“) ხსნარში რეკომენდებულ დროზე დიდხანს, რადგან ამ ყველაფერმა სილიკონის თავი შესაძლოა დაასუსტოს. 

ზომები

  • 0-3 თვე
  • 3-6 თვე
  • 6-18 თვე
  • 18+ თვე

რაოდენობა ხელმისაწვდომია სხვადასხვა დიზაინით და ფერით.