| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Lionesse - ლიონესი |
| ბრენდის ქვეყანა |
საბავშო სავარცხელი ლიონესი - Lionesse
სავარცხელი სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვის თმის დავარცხნა იყოს მარტივი და უმტკივნეულო, რაც ხელს უწყობს ბავშვებში თმის მოვლის ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდან.
სავარცხელი თმაში გლუვად სრიალებს და მარტივად აშორებს კვანძებს და ჩახლართულობას თმის ღერების დაზიანების გარეშე. ამცირებს გაღიზიანებას და უზრუნველყოფს კომფორტულ დავარცხნას. საბავშვო დიზაინი ჯაგრისს ვიზუალურად მიმზიდველს ხდის და ბავშვებს თმის მოვლისადმი ინტერესს უჩენს. სახელურის
კომფორტული ფორმა საშუალებას აძლევს მშობლებსა და ბავშვებს ჯაგრისი მარტივად დაიჭირონ და გამოიყენონ. რეგულარული დავარცხნა ასევე ასტიმულირებს თავის კანს და ხელს უწყობს ჯანსაღი თმის ზრდას, ხოლო თმა უფრო მოწესრიგებული და მორჩილი ხდება.
Lionesse-ს სილამაზის და თავის მოვლის პროდუქტების ხაზში წარმოდგენილია სხვადასხვა საჭიროების პროდუქტი - თმის სახვევები, სავარცხლები, მაკიაჟის ფუნჯები, ტონალური ღრუბლები. პროდუქტების ასორტიმენტია მრავალფეროვანია და მორგებულია ნებისმიერ საჭიროებაზე.
ბრენდი (Tarko) Lionesse გთავაზობთ თავის მოვლის აქსესუარებისა და კოსმეტიკური პროდუქტების მრავალფეროვნებას. ბრენდი ორიენტირებულია პროდუქტის ხარისხზე, მკვეთრი დიზაინის შეფუთვასა და ხელმისაწვდომ ფასებზე. გთავაზობთ პროდუქციის ფართო სპექტრს, მათ შორის სავარცხლებს, მანიკურის ხელსაწყოებს, ხელოვნურ ფრჩხილებს, თმის დასახვევებს, ქუსლის დამუშავების აქსესუარებს, აბაზანის აქსესუარებს, ფუნჯებს. ბრენდის მიზანია დააკმაყოფილოს მომხმარებლების თავის მოვლის საჭიროებები და გააფართოვოს პროდუქციის ხაზი ტენდენციებისა და გამოხმაურებების საფუძველზე.