აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სახისა და ტანის ინტენსიური დასაბანი გელი Atoderm 1 ლ 2807 ბიოდერმა - Bioderma

#102676_2050
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიBioderma - ბიოდერმა
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოკლე აღწერა
სახის და ტანის დასაბანი ქაფ-გელი Atoderm Intensive, ინტენსიური მუს გელი არის მსუბუქი დასაბანი საშუალება მშრალი, ძალიან მშრალი, ატოპიური და მგრძნობიარე კანის ყოველდღიური მოვლისთვის. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხსნის ქავილს და აღადგენს კანის დამცველობით ფუნქციას. 1 ლ.
60.00₾
120.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

სახისა და ტანის დასაბანი ქაფ-გელი Atoderm Intensive ბიოდერმა - Bioderma 

Atoderm ინტენსიური მუს გელი შექმნილია სახისა და სხეულის მშრალი, ძალიან მშრალი, ატოპიისკენ მიდრეკილი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. სააბაზანო საშუალება ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, აღადგენს კანის დამცველობით ფუნქციას და იცავს სიმშრალისა და დაჭიმულობისგან. მსუბუქი, საპნის გარეშე ფორმულა უნარჩუნებს კანს ჯანსაღ იერს, გამოიყენება ეგზემას დროსაც.

კანის ტიპი 

მშრალი, ძალიან მშრალი, ატოპიური და მგრძნობიარე კანი; ბავშვი და ზრდასრული

გამოყენების წესი 

  • გამოიყენეთ ყოველდღიურად სახისა, სხეულის და ხელების დასაბანად.
  • დაიტანეთ სველ კანზე, აიქაფეთ და ჩამოიბანეთ წყლით.
  • გამოიყენება ბავშვებში, ჩვილებში და მოზრდილებში.
  • სიმშრალის გაგრძელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ინგრედიენტები 

Skin Barrier Therapy (სუკროესტერი) – ხელს უშლის S. aureus ბაქტერიების მიმაგრებას კანზე და იცავს მიკრობიომს

Glyceril Cocoate და Niacinamide (ნიაცინამიდი) – აღადგენს კანის ბარიერის მთლიანობას, აძლიერებს ლიპიდების წარმოებას

Zinc Sulfate და Copper Sulfate – ანტიბაქტერიული მოქმედება

Patentiertes D.A.F. კომპლექსი – ზრდის კანის ტოლერანტობის ზღვარს

• არ შეიცავს საპონს
• არაკომედოგენური
• არ შეიცავს პარფიუმს

მოცულობა 

1 ლ. 

ხაზის შესახებ ინფორმაცია

Atoderm ხაზი შექმნილია მშრალი, ძალიან მშრალი, მგრძნობიარე და ატოპიური კანის სპეციალური მოვლისთვის. პროდუქტი აღადგენს კანის ბარიერს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და უზრუნველყოფს ყოველდღიურ დაცვას.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Bioderma ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც დაარსდა 1970 წელს, დოქტორ ჟან-ნიკოლა ტრუვეს მიერ. დაარსების დღიდან დღემდე ბიოდერმას მიზანია, იპოვოს ბალანსი კანის ბუნებრივ პროცესებს შორის და შექმნას პროდუქტები, რომლებიც ამ პროცესებს სათანადოდ დაუჭერს მხარს. 

სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: შხაპის გელი Atoderm 500 მლ 1573 ბიოდერმა - Bioderma