| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Sebamed - სებამედი |
| ბრენდის ქვეყანა |
ბავშვის სხეულის რძე დაბადებიდან სებამედი - Sebamed
ბავშვის ტანის რძე ნაზი, მშრალი ბავშვის კანის მოვლისთვის. პანთენოლით მდიდარი ფორმულა ხელს უწყობს კანის რეგენერაციისა და შეხორცების პროცესს. ნუშის ზეთითა და შის კარაქით შედგენილი ბუნებრივი ლიპიდური კომპლექსი იცავს კანს სიმშრალისგან. ალანტოინით შემცველი დამატენიანებელი კომპლექსი კანს ხდის გლუვსა და ელასტიურს.
ჯანმრთელ კანს აქვს ბიოლოგიურად ოდნავ მჟავე ზედაპირი, რომელსაც მჟავა მანტია ეწოდება. ახალშობილის ნაზ კანს აკლია ეს დამცავი მჟავე მანტია, რომელიც სიცოცხლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ყალიბდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანს აქვს 5.5 pH, მას შეუძლია დაიცვას იგი პათოგენური მიკროორგანიზმების შეღწევისა და გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. ბუნებრივი დამცავი ფუნქცია ხელს უწყობს დეჰიდრატაციის, გაღიზიანებისა და ალერგიის თავიდან აცილებას. Baby Sebamed სპეციალურად შემუშავებულია ბავშვის კანის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად. pH 5.5 ხელს უწყობს კანის მჟავე მანტიის განვითარებას.
დაიტანეთ საშუალება გასუფთავებულ კანზე.
200 მლ.
დამზადებულია გერმანიაში
სხვა პროდუქტი იხილეთ აქ: Sebamed - სებამედი ბავშვის საფენქვეშა კრემი 100 მლ 7347
Sebamed 1957 წელს გერმანიაში, დოქტორ ჰაინზ მორის მიერ შეიქმნა — მაშინ, როცა დერმატოლოგმა ბრენდის პირველი პროდუქტი, საპონი შეიმუშავა. არსებობის დღიდან მოყოლებული, სებამედის მთავარი ამოსავალი წერტილი ისეთი პროდუქტების შექმნაა, რომლებიც კანის დამცავ მექანიზმებს არ დააზიანებს.