| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Piave - პიავე |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ცალი |
კბილის ნაკრები ჯაგრისი+საბავშვო პასტა პიავე - Piave
რბილი კბილის ჯაგრისი კომპაქტური თავით- სპეციალურად შექმნილია ბავშვის კბილთა რკალისათვის. მისი ინტერდენტალური ჯაგრულები უზრუნველყოფს მარტივ წვდომას უკანა კბილებთან (მოლარებთან), რაც კბილების ეფექტურად გასუფთავებას უწყობს ხელს. სურნელოვანი, რბილი რეზინის სახელური უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ დაჭერას, რაც კბილის ჯაგრისის სწორ გამოყენებას აადვილებს.
უშაქრო კბილის პასტა-სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ფორმულა უზრუნველყოფს ნაზ და ეფექტურ მოვლას. ფტორი ზრდის პერიოდში აძლიერებს კბილის მინანქარს და ხელს უწყობს კარიესის პრევენციას, რაც ბავშვების პირის ღრუს ჯანმრთელობის საწინდარია.
3-6 წლის ბავშვებისთვის.
ხაზი- საბავშვო
Piave (Spazzolificio Piave S.p.A.) — იტალიური კომპანიაა, რომელსაც 150+ წლიანი გამოცდილება აქვს უმაღლესი ხარისხის კბილის ჯაგრისებისა და პირის ღრუს მოვლის საშუალებების წარმოებაში. პროდუქცია სრულად იწარმოება იტალიაში, პიავეს ქარხანაში, უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავებული ულტრაიისფერი სტერილიზაციის ტექნოლოგია პროდუქტის სისუფთავისა და უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.
პროდუქტის ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს ფოტოზე არსებულისგან.