აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

საწოვარა ორზონიანი 6 თვიდან 2 ცალი 0614 კანპოლი - Canpol

#106047_1088
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა პოლონეთი
რაოდენობა და ფორმა2 ცალი
მოკლე აღწერა
საწოვარა ორზონიანი 6 თვიდან კანპოლი - Canpol
22.27₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

საწოვარა ორზონიანი 6 თვიდან კანპოლი - Canpol

მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავია, რომ ბოთლით კვების დაწყების შემდეგ ბავშვმა ძუძუზე უარი არ თქვას. Natural Shape ბოთლის ორზონიანი საწოვარას კვლევამ, რომელიც მეტყველების თერაპევტის მიერ ჩვილებში ჩატარდა*, აჩვენა, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები მას პირველი კვებიდანვე ადვილად იღებენ. ბოთლი ამცირებს ძუძუზე უარის თქმის რისკს და ხელს უწყობს ძუძუთი და ბოთლით კვების მონაცვლეობას.*** 

Natural Shape ანტიკოლიკური ბოთლი 

  • უზრუნველყოფს ტუჩების ბუნებრივ, ფართო („თევზისებურ“) პოზიციას კვების დროს; 

  • საშუალებას აძლევს ბავშვს იკვებოს მშვიდად, საკუთარი ბუნებრივი რიტმით; 

  • უზრუნველყოფს უწყვეტ წოვას და ამცირებს ჰაერის გადაყლაპვის ალბათობას; 

  • ამცირებს კოლიკისა და გაღიზიანების განვითარების რისკს.** 

ბოთლი აღჭურვილია DuoFlex ტექნოლოგიის ინოვაციური ორზონიანი საწოვარათი, რომელიც მიჰყვება ბავშვის ბუნებრივ წოვის რიტმს: 

1. მოქნილი წვერი – იმეორებს დედის ძუძუს დვრილის ბუნებრივ მოძრაობას წოვის დროს. 

2. მყარი ფუძე – თავისი ფორმით ჰგავს დედის მკერდს და უზრუნველყოფს საწოვარაზე ტუჩების ბუნებრივ, ფართო („თევზისებურ“) მოთავსებას, რაც ხელს უწყობს შეუფერხებელ წოვას ჰაერის გადაყლაპვის გარეშე და ამცირებს კოლიკისა და გაღიზიანების განვითარების რისკს.** 

საწოვარა დამზადებულია მაღალი ხარისხის, BPA-ისგან თავისუფალი სილიკონისგან, რომლის ფორმა და ტექსტურა მაქსიმალურად ჰგავს დედის ძუძუს დვრილს. 

შემადგენლობა

უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან

ჰიპოალერგიულია

არ შეიცავს 

BPA-ს (ბისფენოლ A) 

 

გამოყენების წესი 

გამოყენებამდე  

  • პირველი გამოყენების წინ გარეცხეთ საწოვარა და სტერილიზაციის მიზნით 5 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში.
  • ყოველი შემდგომი გამოყენების წინ კარგად გარეცხეთ იმ ადგილების ჩათვლით, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ საკვებისთვის შეღწევადი.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ მოაშორეთ ბოთლსა და საწოვარას საკვების ნარჩენები, გამოავლეთ და კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით, გაასტერილეთ ორთქლის/ელექტრო სტერილიზატორში, ან გადაავლეთ მდუღარე წყალი.
  • საწოვარა არ მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
  • ხისტმა/ძლიერმა სარეცხმა საშუალებებმა პროდუქტი შესაძლოა დააზიანოს.
  • არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებები.
  • გულდასმით შეამოწმეთ ყოველი გამოყენების წინ.
  • გაქაჩეთ საწოვარა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვს უკვე აქვს კბილები.
  • გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას.
  • ყოველთვის შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს საწოვარადან სითხე.
  • არასოდეს გააფართოვოთ თვითნებურად საწოვარას ნახვრეტი, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ.
  • რეცხვისას იფრთხილეთ, რომ არ დააზიანოთ საწოვარას სარქველი.
  • თუ ბოთლიდან სითხე ჟონავს, მოხსენით ხრახნიანი რგოლი და დარწმუნდით, რომ საწოვარა სწორად გაქვთ მიმაგრებული.
  • გაფრთხილებთ! პროდუქტი არ არის სათამაშო.
  • არ დატოვოთ საწოვარა მზის პირდაპირი სხივების მოქმედების ქვეშ, ან სადეზინფექციო („სასტერილიზაციო“) სითხეებში რეკომენდირებულზე დიდი ხნით, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ.
  • გირჩევთ, საწოვარა მაქსიმუმ 2 თვის შემდეგ ჩაანაცვლოთ ახლით. 
  • ხილის წვენმა ან ჩაიმ შესაძლოა საწოვარაზე წარმოქმნას ნადების ეფექტი, ან შეუცვალოს მათ ფერი, რაც არ ცვლის პროდუქტის თვისებებს.
  • შეინახეთ ინსტრუქცია სამომავლო გამოყენებისთვის.
  • პარტიის კოდი იხილეთ შეფუთვაზე.  
 

რაოდენობა ხელმისაწვდომია 4 ზომა

  • 0+ თვე
  • 3+ თვე
  • 6+ თვე
  • 12+ თვე