აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბოთლი ორზონიანი საწოვარით 150მლ 0656 კანპოლი - Canpol

#106042_1088
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა პოლონეთი
მოკლე აღწერა
ბოთლი ორზონიანი საწოვარით 150მლ კანპოლი - Canpol ანტიკოლიკური ბოთლი Natural Shape განკუთვნილია კომბინირებული კვებისთვის, როცა ბავშვი ძუძუსთან ერთად გამოწველილი რძით, ან მისი ალტერნატივით იკვებება. 
24.74₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ბოთლი ორზონიანი საწოვარით 150მლ კანპოლი - Canpol

ანტიკოლიკური ბოთლი Natural Shape განკუთვნილია კომბინირებული კვებისთვის, როცა ბავშვი ძუძუსთან ერთად გამოწველილი რძით, ან მისი ალტერნატივით იკვებება.   

მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზრუნავია, რომ ბოთლით კვების დაწყების შემდეგ ბავშვმა ძუძუზე უარი არ თქვას. Natural Shape ბოთლის ორზონიანი საწოვარას კვლევამ, რომელიც მეტყველების თერაპევტის მიერ ჩვილებში ჩატარდა*, აჩვენა, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები მას პირველი კვებიდანვე ადვილად იღებენ. ბოთლი ამცირებს ძუძუზე უარის თქმის რისკს და ხელს უწყობს ძუძუთი და ბოთლით კვების მონაცვლეობას.*** 

Natural Shape ანტიკოლიკური ბოთლი

  • უზრუნველყოფს ტუჩების ბუნებრივ, ფართო („თევზისებურ“) პოზიციას კვების დროს;

  • საშუალებას აძლევს ბავშვს იკვებოს მშვიდად, საკუთარი ბუნებრივი რიტმით;

  • უზრუნველყოფს უწყვეტ წოვას და ამცირებს ჰაერის გადაყლაპვის ალბათობას;

  • ამცირებს კოლიკისა და გაღიზიანების განვითარების რისკს.** 

ბოთლი აღჭურვილია

DuoFlex ტექნოლოგიის ინოვაციური ორზონიანი საწოვარათი, რომელიც მიჰყვება ბავშვის ბუნებრივ წოვის რიტმს 

  1. მოქნილი წვერი – იმეორებს დედის ძუძუს დვრილის ბუნებრივ მოძრაობას წოვის დროს.
  2. მყარი ფუძე – თავისი ფორმით ჰგავს დედის მკერდს და უზრუნველყოფს საწოვარაზე ტუჩების ბუნებრივ, ფართო („თევზისებურ“) მოთავსებას, რაც ხელს უწყობს შეუფერხებელ წოვას ჰაერის გადაყლაპვის გარეშე და ამცირებს კოლიკისა და გაღიზიანების განვითარების რისკს.** 

საწოვარა დამზადებულია

მაღალი ხარისხის, BPA-ისგან თავისუფალი სილიკონისგან, რომლის ფორმა და ტექსტურა მაქსიმალურად ჰგავს დედის ძუძუს დვრილს.

შემადგენლობა

ბოთლი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის პოლიპროპილენისგან,

საწოვარა - უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან

ჰიპოალერგიულია

არ შეიცავს 

BPA-ს (ბისფენოლ A). 

 

გამოყენების წესი  

გამოყენების წესი (ბოთლი)

  • დაიცავით პროდუქტის სისუფთავე.
  • პირველი გამოყენების წინ გარეცხეთ მისი ყველა ნაწილი და სტერილიზაციის მიზნით 5 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში.
  • ყოველი შემდგომი გამოყენების წინ კარგად გარეცხეთ ბოთლის ყველა დეტალი, შემდეგ კი გაასტერილეთ ორთქლის/ელექტრო სტერილიზატორში, ან გადაავლეთ მდუღარე წყალი.
  • სუფთა წყლით გარეცხეთ ბოთლის ყველა ნაწილი იმ ადგილების ჩათვლით, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ საკვებისთვის შეღწევადი.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ მოაშორეთ ბოთლსა და საწოვარას საკვების ნარჩენები, გამოავლეთ და კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით.
  • მდუღარე და ხისტმა წყალმა შესაძლოა პროდუქტის კედლებზე წარმოქმნას ნალექის ეფექტი.
  • ბოთლი შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში (მაქსიმუმ 60⁰C-ზე) ზედა კალათში; გარეცხილი პროდუქტი კარგად გაავლეთ გამდინარე წყლის ქვეშ, რომ სრულად მოშორდეს სარეცხი საშუალება.
  • გულდასმით შეამოწმეთ ყოველი გამოყენების წინ.
  • გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას.
  • მიკროტალღურ ღუმელში საკვების გათბობისას გახსოვდეთ, რომ ბოთლი თავღია უნდა იყოს.
  • საკვების/სითხის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებისას მასში მაღალი ტემპერატურის კერები ჩნდება, ამიტომ ამგვარად გაცხელებულ სითხეს/საკვებს აუცილებლად უნდა მოურიოთ, ბოთლი შეანჯღრიოთ და კვების წინ მისი ტემპერატურა აუცილებლად შეამოწმოთ.
  • ხილის წვენმა ან ჩაიმ შესაძლოა საწოვარაზე, ან ბოთლზე წარმოქმნას ნადების ეფექტი, ან შეუცვალოს მათ ფერი, რაც არ ცვლის პროდუქტის თვისებებს. 
  • არ მოათავსოთ პროდუქტი ცხელ ღუმელში, ან გაზის/ელექტრო გამათბობელზე.

გაფრთხილებთ! 

პროდუქტი არ არის სათამაშო.  

ანტიკოლიკური ორზონიანი საწოვარა. გამოყენების წესი (საწოვარა)

  • პირველი გამოყენების წინ გარეცხეთ საწოვარა და სტერილიზაციის მიზნით 5 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში.
  • ყოველი შემდგომი გამოყენების წინ კარგად გარეცხეთ იმ ადგილების ჩათვლით, რომელიც თვალისთვის უხილავია, მაგრამ საკვებისთვის შეღწევადი.
  • ყოველი გამოყენების შემდეგ მოაშორეთ ბოთლსა და საწოვარას საკვების ნარჩენები, გამოავლეთ და კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით, გაასტერილეთ ორთქლის/ელექტრო სტერილიზატორში, ან გადაავლეთ მდუღარე წყალი.
  • საწოვარა არ მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
  • ხისტმა/ძლიერმა სარეცხმა საშუალებებმა პროდუქტი შესაძლოა დააზიანოს.
  • არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული სარეცხი საშუალებები.
  • გულდასმით შეამოწმეთ ყოველი გამოყენების წინ., გაქაჩეთ საწოვარა ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვს უკვე აქვს კბილები.
  • გადააგდეთ დაზიანების პირველივე ნიშნისას.
  • ყოველთვის შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს საწოვარადან სითხე.
  • არასოდეს გააფართოვოთ თვითნებურად საწოვარას ნახვრეტი, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ.
  • რეცხვისას იფრთხილეთ, რომ არ დააზიანოთ საწოვარას სარქველი.
  • თუ ბოთლიდან სითხე ჟონავს, მოხსენით ხრახნიანი რგოლი და დარწმუნდით, რომ საწოვარა სწორად გაქვთ მიმაგრებული. 

გაფრთხილებთ!

  • პროდუქტი არ არის სათამაშო.
  • არ დატოვოთ საწოვარა მზის პირდაპირი სხივების მოქმედების ქვეშ, ან სადეზინფექციო („სასტერილიზაციო“) სითხეებში რეკომენდირებულზე დიდი ხნით, ამით მას მხოლოდ დააზიანებთ.
  • გირჩევთ, საწოვარა მაქსიმუმ 2 თვის შემდეგ ჩაანაცვლოთ ახლით. 
  • ხილის წვენმა ან ჩაიმ შესაძლოა საწოვარაზე წარმოქმნას ნადების ეფექტი, ან შეუცვალოს მათ ფერი, რაც არ ცვლის პროდუქტის თვისებებს. 
  • შეინახეთ ინსტრუქცია სამომავლო გამოყენებისთვის.

პარტიის კოდი იხილეთ შეფუთვაზე.  

მოცულობა ხელმისაწვდომია 3 მოცულობით

  • 150 მლ
  • 260 მლ და
  • 330 მლ