| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Kabrita - კაბრიტა |
| ბრენდის ქვეყანა |
რძის ნაზავი თხის გოლდი 4 კაბრიტა - Kabrita
Kabrita® 4 GOLD — ჰაეროვანი და გემრიელი რძის ნაყენი თხის ნატურალური რძისგან, რომელიც მდიდარია თანამედროვე ფუნქციური ინგრედიენტებით. თხის რძე და მის საფუძველზე დამზადებული პროდუქტები კარგად ათვისებადი და მონელებადია. აქტიური ზრდისა და განვითარების პერიოდში პატარასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და ბალანსირებული კვება, რომელიც ამ ასაკის ბავშვის გაზრდილ საჭიროებებს აკმაყოფილებს. ორი პორცია Kabrita® 4 დღეში შეიცავს (% დღიური მოხმარება) 58% კალციუმს, 68% რკინას და 54% D ვიტამინს. ფორმულები Kabrita® — ბალანსირებული, სრულფასოვანი და დელიკატური კვება 18 თვემდე ბავშვებისთვის. დამზადებულია ნიდერლანდებში. DigestX® — ბეტა-პალმიტატის შემცველი ცხიმების კომპლექსი, ჰგავს დედის რძის ცხიმოვან პროფილს, ხელს უწყობს შესაძლო შეკრულობის შემცირებას, ენერგიის საუკეთესო მიმოცვლას და კალციუმის ათვისებას. პრებიოტიკები და პრობიოტიკები ხელს უწყობს საკვების მონელების გაუმჯობესებას და იმუნიტეტის გაძლიერებას. DHA (ω-3) და ARA (ω-6) — ტვინისა და მხედველობის სწორად განვითარებისთვის. კალციუმისა და ფოსფორის ოპტიმალური თანაფარდობა, რომელიც გამდიდრებულია D ვიტამინით, ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის განვითარებასა და გაძლიერებას.
18+ თვე
ყურადღებით წაიკითხეთ პროდუქტის შეფუთვაზე არსებული ინფორმაცია.
გახსნამდე და გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ არაუმეტეს +25°C ტემპერატურაზე. ყოველი გამოყენების შემდეგ ქილა მჭიდროდ დახურეთ პლასტმასის თავსახურით და შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას (არა მაცივარში). გახსნის შემდეგ გამოიყენეთ არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში. პროდუქტის ვარგისიანობის ვადა – 24 თვე წარმოების თარიღიდან.
ინგრედიენტები
უცხიმო თხის რძე, ლაქტოზა, მცენარეული ზეთები (ქოქოსის ზეთი, დაბალერუკული რაფსის ზეთი, მზესუმზირის ზეთი), DigestX® (1,3-დიოლეოლი, 2-პალმიტოილ ტრიგლიცერიდი), თხის შრატის ცილების კონცენტრატი, გალაქტოოლიგოსაქარიდები, ფრუქტოოლიგოსაქარიდები, მინერალური პრემიქსი, თევზის ქონი (DHA-ს წყარო), არაქიდონის მჟავა (ARA-ს წყარო), ქოლინის ბიტარტრატი, ვიტამინური პრემიქსი, ინოზიტოლი, ბიფიდობაქტერიები (Bifidobacterium Animalis). არ შეიცავს კრისტალიზებულ შაქარს.
800 გ.