| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | melatonin+herbal comb.drug |
| მოცულობა | 30 მლ |
ჩვენება: ძილის ხარისხის გაუმჯობესება,ფიზიოლოგიური ჩაძინების პროცესის დაჩქარება.
მელაქიდი წვეთები პერორალური
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ,არ არის სამკურნალო საშუალება
პრეპარატის 20 წვეთი შეიცავს: მელატონინი 1 მგ, პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი 25 მგ, ცაცხვის მშრალი ექსტრაქტი 25 მგ, გვირილის მშრალი ექსტრაქტი 25 მგ, კალიფორნიული ყაყაჩოს მშრალი ექსტრაქტი 25 მგ, მაგნიუმის ოქსიდი 22.5 მგ (მაგნიუმის ოქსიდის სახით, 6 % სადღეღამისო კვებითი მოთხოვნილების), კამის ნაყოფის ეთერზეთები 10 მგ; დამხმარე ნივთიერებები: არომატიზატორი, მცენარეული გლიცერინი, ქსანტანის გუმფისი, კალიუმის სორბიტი, წყალი.
ბიოლოგიური თვისებები:
მელაქიდის ეფექტურობა განპირობებულია მისი შემადგენელი კომპონენტების კომპლექსური მოქმედებით. მელაქიდის შემადგენლობაში შედის მცენარეული ექსტრაქტები, მცენარეული წარმოშობის ეთერზეთები, მაგნიუმი და მელატონინი. პასიფლორა, ცაცხვი და კალიფორნიული ყაყაჩო ხელს უწყობს რელაქსაციას (რის გამოც აქვს გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი) და დადებითად მოქმედებს ძილზე. პასიფლორას ექსტრაქტს აქვს მსუბუქად გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზის, შფოთვის და უძილობის დროს, ასევე გამოიყენება ნევროგენული წარმოშობის კუჭ-ნაწლავის დარღვევებისას. ცაცხვის ფოთლები გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევისას, რაც დაკავშირებულია მღელვარებასთან, ღებინებასა და პალპიტაციასთან. გვირილას ყვავილები - ნერვული დაძაბულობის და შფოთვისას, ასევე უძილობის დროს. კალიფორნიული ყაყაჩო ტრადიციულად ცნობილი იყო როგორც უსაფრთხო საძილე საშუალება და როგორც საუკეთესო იარაღი ყივანახველის დროს, მოზრდილებში კი როგორც საანესთეზიო და საძილე საშუალება. იგიGგამოიყენება ნეიროტონული მდგომარეობების დროს მოზრდილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ზომიერად გამოხატული ძილის დარღვევების დროს. კამის ნაყოფის ეთერზეთები ფართოდ გამოიყენება შინაგანი ორგანოების სპაზმური ტკივილის დროს. მაგნიუმი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია, იგი მონაწილეობს სხვადასხვა ბიოლოგიურ პროცესებში, როგორიცაა მეტაბოლიზმი, ნუკლეინის მჟავებისა და ცილის სინთეზი. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების შეკუმშვისას (მათ შორის გულის კუნთის შეკუმშვა) და ხელს უშლის კუნთის დაღლილობას და სპაზმს. მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც სინთეზირდება ჯალღუზისებრ სხეულში (ეპიფიზი), ის ზეგავლენას ახდენს ცირკადულ რითმებზე, ამცირებს ჩაძინების წინა დროს.
მელაქიდი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ძილის ხარისხის გაუმჯობესება;
- ფიზიოლოგიური ჩაძინების პროცესის დაჩქარება.
მომატებული მგრძნობელობა ან ალერგიული რეაქცია პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. Aარ გამოიყენება ხანგრძლივი დროით ექიმის კონსულტაციის გარეშე
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
- არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ დარღვეულია ფლაკონის მთლიანობა;
- გამოყენების შემდეგ ფლაკონი უნდა დაიხუროს თავსახურით;
- გვერდითი ეფექტის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
- არ არსებობს მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ, ამიტომ რეკომენდირებულია გამოყენების წინ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან;
- სწორი დოზების გამოყენების შემთხვევაში არაა გამოვლენილი გვერდითი ეფექტები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ;
- სადღეღამისო დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა;
- მელაქიდი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, არ არღვევს სრულფასოვან კვებით რაციონს და ჯანსაღი ცხოვრების წესს;
- ფლაკონის ბოლოში ნალექის არსებობა გავლენას არ ახდენს პროდუქტის ხარისხზე.
ექიმის მიერ განსაკუთრებული მითითების არარსებობის შემთხვევაში, მელაქიდი ინიშნება 10 წვეთი 1-2 ჯერ დღეში (ძილის წინ ან საჭიროებისას). წვეთები შეიძლება გაიხსნას კოვზზე წყალში ან წვენში, ან ჩაეწვეთოს პირის ღრუში. გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონი შეინჯღრეს.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
3 წელი
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის ფორმა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა:
მელაქიდი, წვეთები პერორალური 30 მლ შუშის ფლაკონში, საწვეთურ-თავსახურით, შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.