აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბრულაქტივი ფორტე ფემინი 50+ 60 კაფსულა ფორტე ფარმა - Forte Pharma

#98554_3826
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიForte Pharma - ფორტე ფარმა
ბრენდის ქვეყანა მონაკო
რაოდენობა და ფორმა60 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაsuperoxide dismutase+coffeine+herbal combined drug+vitamins+minerals
მოკლე აღწერა

ბრულაქტივი ფორტე ფემინი ხელს უწყობს ლიპიდური მეტაბოლიზმის და ენერგეტიკული ცვლის მხარდაჭერას.

75.00₾
150.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ბრულაქტივი ფორტე ფემინი 50+ 60 კაფსულა ფორტე ფარმა - Forte Pharma

სამმაგი მოქმედების კომპლექსი 50 + ქალბატონებისთვის!

50 წლის შემდეგ ქალბატონებში მეტაბოლიზმის შენელება იწვევს ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, როგორიცაა წონის პროგრესული მატება, სითხის შეკავება, კანის და კუნთების ტონუსის დაქვეითება. ამ ცვლილებების დასაბალანსებლად შეიქმნა ბრულაქტივი ფორტე ფემინი 50 +, რომელიც მცენარეულ ექსტრაქტებთან, ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად შეიცავს კომპანია ფორტე ფარმას მიერ დაპატენტებულ კომპლექსებს Sinetrol® და Dimpless®.

SINETROL® კომპლექსი წარმოადგენს ციტრუსის პოლიფენოლების (გრეიპფრუტი, ტკბილი ფორთოხალი, წითელი ფორთოხალი) და გუარანას ბუნებრივ კომბინაციას, რომელიც ხელს უწყობს ლიპიდური მეტაბოლიზმის და ენერგეტიკული ცვლის მხარდაჭერას.

DIMPLESS® შეიცავს მიკროინკაფსულირებულ სუპეროქსიდ დისმუტაზას, რომელიც მიღებულია ნესვის სპეციალური ჯიშისგან.

SINETROL®  და Dimpless® კომპლექსი კომბინაციაშია ქრომის პიკოლინატთან. 

ქრომი ხელს უწყობს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

ფორმულას 50 + ქალბატონებისთვის გააჩნია 3 ძირითადი მოქმედება:

1. სითხის ბალანსის დარეგულირება

ხელს უწყობს სითხის შეკავების შემცირებას, რაც განსაკუთრებით ხშირია ჰორმონალური ცვლილებების ფონზე

2. კანის ელასტიურობის მხარდაჭერა
ელასტინის ჰიდროლიზატი ხელს უწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას, C ვიტამინი მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, თუთია უზრუნველყოფს თმა, კანი, ფრჩხილის ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებას.

3. კუნთოვანი სისტემის და ენერგეტიკული ცვლის მხარდაჭერა

D ვიტამინი, ჰიდროქსიმეთილბუტირატი ხელს უწყობენ ენერგეტიკულ ცვლას და კუნთების ფუნქციის გაუმჯობესებას.

რეკომენდებულია 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის, როგორც კომპლექსური საკვები დანამატი ორგანიზმის ზოგადი ტონუსის და მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად.

შემადგენლობა:

დღიური დოზა (3 კაფსულა) შეიცავს: დაპატენტებული ფორმულა სინეტროლი (Sinetrol®) -  900 მგ (გრეიფრუტის, გუარანას, ტკბილი და წითელი ფორთოხლის მშრალი ექსტრაქტის კომპლექსი). დაპატენტებული ფორმულა Dimpless® (სუპეროქსიდ დისმუტაზა - მიღებული ნესვის ექსტრაქტიდან) - 20 მგ, პიტნის ექსტრაქტი (720 მგ მცენარის ექვივალენტი), ჰიდროქსილმეთილბუტირატი - 100 მგ, ელასტინი ჰიდროლიზირებული - 100 მგ (მიღებული თევზისგან), C ვიტამინი - 80 მგ, D ვიტამინი - 5 მგ, თუთიის ციტრატი - 5 მგ, ქრომის პიკოლინატი - 50 მკგ, კოფეინი - 40.8 მგ. ფლავონოიდები - 180 მგ. 

დოზირება:

მიიღება 3 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად, სასურველია 2 კაფსულა დილით, 1 კაფსულა შუადღისას, 200 მლ წყალთან ერთად. 

გაფრთხილება: შეიცავს კოფეინს, არ მიიღება  18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, +25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა. 

მწარმოებელი:Forte Pharma laboroitories  ფორტე ფარმა, მონაკო

Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.

დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი  მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.

25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.