| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Puressentiel / ფიურესენშელი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | essential oils |
ჰაერის სპრეი რელაქსაციისთვის 12 ეთერზეთით 75მლ ფიურესენშელი - Puressentiel
100%-ით ბუნებრივი საშუალება მშვიდი და ხარისხიანი ძილისთვის.
12 ეთერზეთის სინერგიული კომბინაცია ამცირებს სტრესს და დაძაბულობას, ხელს უწყობს მოდუნებას და სწრაფ ჩაძინებას. სპრეი ტოვებს სასიამოვნო, ბუნებრივ არომატს საძინებელში და ხელს უწყობს ღრმა და მშვიდ ძილს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და უზრუნველყოფს ენერგიულ, პოზიტიურ განწყობას გაღვიძებისთანავე. ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.
· სტრესი
· ჩაძინების გაძნელება
· უძილობა
შემადგენლობა:
დარიჩინის, გვირილის, კვიპაროსის, ლავანდის, ლემონგრასის, წითელი მანდარინის, ტკბილი მაიორანის, ნეროლის, ტკბილი ფორთოხლის, პალმაროზას, მწარე ფორთოხლის, დასავლური ინდოეთის სანდლის ხის ეთერზეთები.
გამოყენების წესი:
სპრეი შეასხურეთ საძინებლის ოთხივე კუთხეში. ასევე შეგიძლიათ შეასხუროთ ცხვირსახოცზე და მოათავსოთ საწოლის გვერდით ტუმბოზე. არ გამოიყენოთ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებთან, ოთახში დაბრუნება დასაშვებია გამოყენებიდან 30 წუთის შემდეგ.
გაფრთხილება: არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ეპილეფსიის ან კრუნჩხვითი შეტევების მქონე პირებში. მოარიდეთ თვალთან, კანთან და პირთან კონტაქტს, კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ წყლით.
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: სპრეი 75 მლ.
ვარგისობის ვადა: 60 თვე.
მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელი. საფრანგეთი.
Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფრთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.
საერთაშორისო სტანდარტები:
• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 - ბრენდის გამჭვირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით
• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან