აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

Anastasia Beverly Hills - ანასტასია ბევერლი ჰილს

Anastasia Beverly Hills - ანასტასია ბევერლი ჰილს

Anastasia Beverly Hills (ABH) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია კოსმეტიკის ინდუსტრიაში, რომლის მთავარი ფოკუსიც წარბების მოვლასა და სილამაზეს ეთმობა. ყველაფერი გასული საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც 1997 წელს ანასტასია სოარესმა ე. წ. „ოქროს თანაფარდობის“ თეორია შეიმუშავა. ეს უკანასკნელი წარბების ფორმის სრულყოფილ პროპორციებსა და ძველბერძნულ იდეალებს ეყრდნობა.

9 პროდუქტი

ანასტასია ბევერლი ჰილსის შექმნის მთავარი მიზანი სილამაზის ინდუსტრიაში სრულიად ახალი სტანდარტის ჩამოყალიბება იყო  — განსაკუთრებით წარბების მოვლის სფეროში. ამიტომაცაა, რომ ბრენდმა ახალი მიდგომა დაამკვიდრა — კერძოდ, სახის ფორმაზე მორგებული წარბების ტრენდი დანერგა. ასე ქალებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი სილამაზე მეტად ინდივიდუალური, დახვეწილი და ბუნებრივი გახადონ.