ცელულიტებთან ბრძოლა
13 მაი 2024

სარჩევი:
რამდენად გავრცელებულია ეს მდგომარეობა?
რა გავლენას ახდენს ცელულიტი სხეულზე?
რა არის ცელულიტის გამომწვევი მიზეზი?
როგორ ხდება ცელულიტის დიაგნოზის დასმა
ცელულიტი ძალიან გავრცელებული და უვნებელი კანის მდგომარეობაა, რომელიც იწვევს კანის უსწორმასწორობას და ჩაღრმავებას ბარძაყებზე, თეძოებზე, დუნდულებსა და მუცელზე.
ცელულიტი ემართება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. თუმცა, ქალებში ის გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება.
ცელულიტი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა. ქალთა 80-90%-ს, ვისაც პუბერტატის ასაკი გაუვლია, აღენიშნება ცელულიტი. მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია.
ცელულიტის არსებობასა და გამოვლენის ხარისხს განსაზღვრავს გენეტიკა, სქესი, ასაკი, სხეულის ცხიმის რაოდენობა და კანის სისქე. ასაკთან ერთად კანი ელასტიკურობას კარგავს და ცელულიტი უფრო შესამჩნევი ხდება. წონის მომატებასაც შეუძლია ცელულიტის უფრო მეტად გამოვლენას შეუწყოს ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი წონის ადამიანებს უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული ცელულიტი, ის გამხდარ ადამიანებშიც ხშირად შეინიშნება.
ცელულიტი ზოგად ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს და ტკივილსაც არ იწვევს, თუმცა ადამიანებს ხშირად არ მოსწონთ მისი გარეგნული ეფექტი და ცდილობენ მის მოშორებას.
ცელულიტის სიმპტომებია კანის უსწორმასწორობასა და შებურცულობა. ზოგჯერ მას აღწერენ როგორც ფორთოხლის ქერქის მსგავს ტექსტურას.
მსუბუქი ცელულიტი შესაძლოა შესამჩნევი იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ცელულიტის მქონე ადგილას, მაგალითად ბარძაყებზე, კანს დავჭიმავთ. უფრო მძიმე ფორმის ცელულიტი კანს დანაოჭებულსა ხდის ამაღლებული და ჩავარდნილი უბნების მონაცვლეობით.
ცელულიტი ყველაზე ხშირად ბარძაყებისა და დუნდულების ირგვლივ გვხვდება, თუმცა ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს მკერდზე, მუცლის ქვედა ნაწილსა და მხრებზე.
ცელულიტს ოთხი ხარისხი აქვს:
0 ხარისხი: სხეულზე ცელულიტი არ არის.
1 ხარისხი: კანი გლუვია ფეხზე დგომის დროს, მაგრამ ჯდომისას მსუბუქი ჩაღრმავებები ჩნდება.
2 ხარისხი: კანზე სხეულის ნებისმიერ პოზაში შეინიშნება ზომიერი ჩაღრმავებები.
3 ხარისხი: როგორც დგომისას, ასევე ჯდომის დროს კანი მკვეთრად ჩაღრმავებულია. კანის ზედაპირი გამოირჩევა ღრმა ბორცვებითა და ამაღლებული და ჩავარდნილი უბნებით.
ცელულიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ცელულიტი ჩნდება, როდესაც კანის შემაერთებელი ბოჭკოვანი ზოლები, რომლებიც კანს ქვედა კუნთოვან ფენას უკავშირებს, არათანაბრად იჭიმება. ეს გაჭიმვა ქვემოთ ქაჩავს კანს, ხოლო ჩვეულებრივი ცხიმოვანი ფენა კანის ქვეშ ზემოთ იწევს. შედეგად კანი დანაოჭებულ სახეს იღებს.
ასევე უცნობია, თუ რატომ არის ცელულიტი უფრო გავრცელებული ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ერთი თეორია უკავშირდება იმ ბოჭკოვან ზოლებს, რომლებიც კანს ჰიპოდერმისთან (კანქვეშა ქსოვილთან) და ღრმა კუნთოვან ფენებთან აერთებს. მამაკაცებში ეს შემაერთებელი ზოლების ბოჭკოები ერთმანეთს ჯვარედინად გადაკვეთს, ქალებში კი ისინი პარალელურად არის განლაგებული. შესაძლოა პარალელურმა ზოლებმა კანის დანაოჭება უფრო მეტად გამოავლინოს, ვიდრე ურთიერთგადაკვეთილმა.
კიდევ ერთი თეორიის თანახმად, ესტროგენის ჰორმონის მომატებამ შეიძლება ცელულიტი გამოიწვიოს. ხშირად ცელულიტი ვითარდება, როცა ქალებში ესტროგენის რაოდენობა იმატებს, მაგალითად, მოზარდობის ან ორსულობის პერიოდში.
ცელულიტის ამოცნობა ადვილია, ამიტომ აუცილებელი არ არის ექიმის მიმართვა მისი დიაგნოზისთვის. თუმცა ექიმს შეუძლია ცელულიტი ფიზიკური გასინჯვის დროს გამოავლინოს.
ყველა ტანის ფორმის მქონე ადამიანს აქვს ცელულიტი. ეს ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ დანაოჭებული და “დახვრეტილი” კანის სახე იმის გამო ჩნდება, რომ ცხიმი კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილზე ზეწოლას ახდენს. მისი სრული მოშორება შეუძლებელია, თუმცა არსებობს გზები მისი გარეგნული ეფექტის შესამცირებლად.
ცელულიტის შესამცირებლად ეფექტურია ვარჯიშის, დიეტისა და სამკურნალო პროცედურების კომბინაცია. არსებობს ცელულიტის საწინააღმდეგო სხვადასხვა სამკურნალო საშუალება:
კოსმეტოლოგიური ქირურგია ასევე იყენებს მეთოდების ფართო სპექტრს ცელულიტის ვიზუალური ეფექტის დროებით შესამცირებლად. ეს მკურნალობებია:
ვარჯიშს შეუძლია გააუმჯობესოს ცელულიტის გარეგნული სახე. რეგულარული ვარჯიში კუნთოვან მასას ზრდის, რაც ასწორებს ცელულიტს. ასევე, ვარჯიში აძლიერებს სისხლის მიმოქცევას სხეულის გარკვეულ უბნებში, რაც აჩქარებს ცხიმის დაკარგვას. შემდეგი აქტივობები ეხმარება ცელულიტის შემცირებას:
13 მაი 2024