თმის ცვენა და მისი მკურნალობა
29 აპრ 2024

სარჩევი:
როგორ შეიძლება თმის ცვენის მკურნალობა
Sebamed - სებამედი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი
Raywell - რეიველი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი
Martiderm - მარტიდერმი თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულა
Kaypro - კეიპრო შამპუნი ENERGY 350 მლ 8317
Ducray - დუკრე Neoptide Expert თმის ცვენის საწინააღმდეგო ზრდის მასტიმულირებელი შრატი
Raywell - რეიველი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი (კაცის)
თმის ცვენა, იგივე ალოპეცია, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო ხშირია ხანდაზმულებში, თმის ცვენა ბავშვებში, მოზარდებსა და ნებისმიერი ასაკის ადამიანში გვხვდება.
ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის (AAD) თანახმად, დღეში 50-დან 100-მდე თმის ღერის დაკარგვა ბუნებრივი პროცესია. ადამიანს თავზე დაახლოებით 100,000 ღერი თმა აქვს და ეს მცირე დანაკარგი შეუმჩნეველია. ახალი თმა ჩვეულებრივ ცვლის დაკარგულ თმას, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება.
თმის ცვენა შეიძლება განვითარდეს თანდათანობით წლების განმავლობაში ან მოულოდნელად დაიწყოს. იმის მიხედვით თუ რა არის თმის ცვენის მიზეზი, ის შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი. მიზეზები სხვადასხვანაირია: ჰორმონალური ცვლილებები, სამედიცინო მდგომარეობა ან ასაკის მატება.
თმის ცვენა შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამ გამოიწვია ცვენა. ის შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს ან თანდათანობით განვითარდეს და გავლენა მოახდინოს მხოლოდ თავის კანზე ან მთელ სხეულზე.
თმის ცვენის სიმპტომები მოიცავს:
თმის ცვენა ჩვეულებრივ დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ფაქტორთან:
ანდროგენული ალოპეცია გულისხმობს მემკვიდრეობით თმის ცვენას. ეს ასევე არის თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რომელიც გვხვდება ადამიანების დაახლოებით 50%-ში.
ანდროგენულ ალოპეციასთან დაკავშირებული თმის ცვენა ჩვეულებრივ თანდათანობით ხდება. მაშინ, როცა ზოგიერთ ადამიანში თმის ცვენა პუბერტატის ასაკიდანვე იწყება, სხვების შემთხვევაში სიმპტომები მხოლოდ შუა ხნის ასაკში იჩენს თავს.
ალოპეცია არეატა არის აუტოიმუნური მდგომარეობა, რა დროსაც იმუნური სისტემა თმის ფოლიკულებს აზიანებს, რაც იწვევს პატარა ან დიდი ზომის თმაგაცვენილი ადგილების წარმოქმნას. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სრული თმის ცვენაც.
გარდა თავის კანზე თმის დაკარგვისა, ალოპეცია არეატის მქონე ზოგიერთ ადამიანს ასევე უქრება თმა წარბებიდან, წამწამებიდან ან სხეულის სხვა ნაწილებიდან.
ანაგენური ეფლუვიუმი გულისხმობს თმის სწრაფ ცვენას. ეს ჩვეულებრივ ხდება რადიაციული მკურნალობის ან ქიმიოთერაპიის გამო.
თმა, როგორც წესი, კვლავ იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ.
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გაზარდოს თმის ცვენის რისკი, მათ შორის:
როგორც აღვნიშნეთ, უმეტეს შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი გენეტიკური ფაქტორია და თმის ცვენის ეს ტიპი თავიდან აცილებადი არ არის.
პრევენცირებადი ტიპების შემთხვევაში ეს რჩევები შეიძლება დაგეხმაროთ თავიდან აიცილოთ თმის ცვენა:
არსებობს თმის ცვენის მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტები, თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებები და ა.შ. თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იწვევს თმის ცვენას.
Sebamed - სებამედი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი იცავს და აღადგენს თავის კანს, რაც თავის მხრივ ჯანსაღი თმის გარანტიაა. ამცირებს თმის ცვენას არ შეიცავს საპონს.
Raywell - რეიველი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ქალებისთვისაა განკუთვნილი. შამპუნის შემადგენლობაში შედის ისეთი მნიშნელოვანი მცენარეული ბუნებრივი ინგრედიენტები, როგორიცაა: კამელიას ზეთი, მწვანე ჩაი და ჰიალურონის მჟავა. ეს ინგრედიენტები უწყობენ ხელს კანის უჯრედების განახლებას, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს თმის ზრდასა და რეგენერაციას.
Kaypro - კეიპრო თმის ამპულა გამდიდრებულია ჭინჭრისა და როზმარინის ექსტრაქტებით, რომლებიც ცნობილია თავიანთი დამაბალანსებელი და მასტიმულირებელი თვისებებით. ეს ნატურალური კომპონენტები ატონიზირებენ და კვებავენ თმის ფოლიკულებს, ხელს უწყობენ ახალი თმის ზრდას და აძლევენ თმას ჯანსაღ, ბზინვარე იერს.
Martiderm - მარტიდერმი თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულა თმის ზრდის 3GF ფაქტორის საშუალებით აფერხებს თმის ცვენასა და ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას.
Kaypro - კეიპრო შამპუნი ENERGY შეიცავს მნიშვნელოვან აქტიურ ინგრედიენტებს. წიწაკის ექსტრაქტი და სპეციალურად შერჩეული მიკროელემენტები ასტიმულირებენ თმის ფოლიკულებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას სკალპში და აძლევენ თმას დამატებით ენერგიას. შედეგად, თმა ხდება უფრო მკვრივი, მოცულობითი და ჯანსაღი.
Ducray - დუკრე Neoptide Expert თმის ცვენის საწინააღმდეგო ზრდის მასტიმულირებელი შრატი განკუთვნილია ქრონიკული თმის ცვენის სამკურნალოდ. ასევე ის გამოიყენება თმის გადანერგვის დროს როგორც მხარდამჭერი მკურნალობა.
Raywell - რეიველი თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ასტიმულირებს თმის ზრდას და ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ხელს უწყობს თმის რეგენერაციას.
29 აპრ 2024