აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ზღვა ინფორმაციიდან ზუსტ საჭიროებამდე: როგორია PSP-ს ახალი AI ასისტენტი, რომელიც ონლაინ შოპინგს ამარტივებს

უკან

ზღვა ინფორმაციიდან ზუსტ საჭიროებამდე: როგორია PSP-ს ახალი AI ასისტენტი, რომელიც ონლაინ შოპინგს ამარტივებს

1 ოქტ 2026

PSP-ს ახალი AI ასისტენტის ინტერფეისი სმარტფონში ონლაინ შოპინგის გასამარტივებლად

 

ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როცა თავის მოვლის საშუალების ძებნისას პროდუქტის ზუსტი დასახელება არ გვახსოვს. ან ვიცით, რა ტიპის კანის მოვლა გვჭირდება, თუმცა ასობით პროდუქტს შორის არჩევანის გაკეთება გვიჭირს. 

სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, შევქმენით პერსონალური AI ასისტენტიPSP-ს ციფრულ პლატფორმებზე — აპლიკაციასა და ვებსაიტზე, რომელიც 24/7 რეჟიმში მზადაა დასახმარებლად.

 

 

რატომაა ეს ფუნქციონალი განსხვავებული?

 

1. აღარ არის საჭირო პროდუქტის ზუსტი დასახელების ცოდნა
 

საკმარისია, უბრალოდ აღვწეროთ, რას ვეძებთ (მაგალითად: „დამატენიანებელი საცხი მშრალი კანისთვის 50 ლარის ფარგლებში”) ან უბრალოდ გადავუღოთ ფოტო სასურველ პროდუქტს და ავტვირთოთ. AI ასისტენტი ათასობით დასახელებიდან ზუსტად იმ ვერსიებს შეგვირჩევს, რომლებიც ჩვენს ბიუჯეტსა და საჭიროებებს ერგება.

 

2. მზადაა დაგვეხმაროს ნებისმიერ დროს (24/7)
 

დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია გავიგოთ ჩვენთვის საჭირო პროდუქტის შემადგენლობა, მიმდინარე ფასდაკლებების გადამოწმება თუ ხელმისაწვდომობის დაზუსტება, ჩვენი ასისტენტი მომენტალურად გვიპასუხებს.

 

3. შეკვეთისა და მიწოდების კონტროლი
 

პროდუქტის შერჩევის გარდა, AI ასისტენტი გვეხმარება მიწოდების ჩვენთვის მოსახერხებელი ფორმის შერჩევაში, იქნება ეს კურიერის მომსახურება, Pick Up - გატანა სასურველი აფთიაქიდან თუ ლოქერით სარგებლობა. ამასთან, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი დავაზუსტოთ უკვე განხორციელებული შეკვეთის სტატუსიც.

 

ინოვაცია, რომელიც დროსა და ენერგიას ზოგავს

 

PSP-ში პირველი ონლაინ აფთიაქი ჯერ კიდევ 10 წელზე მეტი წლის წინ შევქმენით. ციფრული სერვისების განვითარების ახალი ეტაპი კი სწორედ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია აღმოჩნდა.

ახალი ფუნქციონალის მთავარი მიზანია, პროდუქტის მოძიებიდან შეკვეთის მიღებამდე მთელი პროცესი მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელი გახდეს.

გამოსცადე PSP-ს AI ასისტენტი PSP-ს აპლიკაციასა და ვებსაიტზე (www.psp.ge) და გახადე ონლაინ შოპინგი კიდევ უფრო კომფორტული.

 

1 ოქტ 2026