რა იწვევს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას
8 მაი 2024

სარჩევი:
რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია?
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ტიპები
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები
როგორ შეიძლება მშობიარობის შემდგომა დეპრესიამ იმოქმედოს ჩვილზე
პოსტნატალური დეპრესიის დიაგნოსტიკა
მშობიარობა ყოველი ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა. თუმცა, ამ ბედნიერ პერიოდს ხშირად თან ახლავს სტრესი, დაღლილობა და ემოციური ცვლილებები. ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა ჩამოყალიბდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია (Postpartum Depression – PPD) – ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სამშობიაროს შემდგომ იჩენს თავს და მკურნალობას საჭიროებს.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია, იგივე პოსტნატალური დეპრესია, დეპრესიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ჩვილის დაბადების შემდეგ ვითარდება. PPD ახალშობილის დედებში შეინიშნება, თუმცა მისი განვითარება შესაძლოა სუროგატ დედებსა და მშვილებელ მშობლებშიც. სამშობიაროს შემდგომ პერიოდში სხეულში მიმდინარეობს ჰორმონალური, ფიზიკური და ემოციური ცვლილებები, რასაც ხშირად ემატება ფინანსური სირთულეები და სოციალური ცხოვრების შეცვლა. ამ ფაქტორების ერთობლიობამ კი შესაძლოა პოსტნატალური დეპრესია გამოიწვიოს.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიით დაახლოებით ყოველი მეშვიდე ქალი იტანჯება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დროული მხარდაჭერის აღმოჩენა.
მშობიარობის შემდგომი ფსიქიკური აშლილობები სამ ძირითად ტიპად იყოფა:
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ნიშნები ინდივიდუალურია, თუმცა მოიცავს:
თუ ეს ნიშნები გიგრძელდებათ კვირაზე მეტ ხანს და უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, არსებობს რამდენიმე რისკ-ფაქტორი:
მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვზეც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დედამ დროულად მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და მხარდაჭერა, რათა თავიდან აიცილოს სავარაუდო ზიანი.
პოსტნატალური დეპრესიის მკურნალობით დედა საკუთარ თავთან ერთად შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზეც ზრუნავს.
დიაგნოსტიკისთვის სპეციფიკური ტესტი არ არსებობს. ექიმი აფასებს დედის მდგომარეობას სამშობიაროს შემდგომ ვიზიტზე, სადაც განიხილება სამედიცინო ისტორია, თვითშეგრძნება, ტარდება ფიზიკალური გასინჯვა, მენჯის შემოწმება და ლაბორატორიული კვლევები. ბევრი ექიმი რუტინულად ატარებს დეპრესიის სკრინინგს მშობიარობიდან 2-3 კვირაში.
დეპრესიის თვითშეფასების კითხვარები ან პირდაპირი გამოკითხვა გამოიყენება PPD-ს სიმპტომების დასადგენად. მნიშვნელოვანია დედამ გულწრფელად და ღიად ისაუბროს თავის გრძნობებსა და ფიქრებზე, რათა ექიმმა შეძლოს სწორი დასკვნის გამოტანა.
ზოგჯერ ინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ტესტიც, რადგან PPD-ს სიმპტომები ჰგავს ამ ორგანოს დაავადებებს.
არ მოგერიდოთ ექიმთან გულახდილობის - მისი მიზანია დაგეხმაროთ და უზრუნველყოს თქვენი ჯანმრთელობა განსჯისა და შერცხვენის გარეშე. თქვენ არ ხართ ერთადერთი ვინც ასე გრძნობს თავს.
კიდევ ერთხელ, PPD განკურნებადი მდგომარეობაა, მაგრამ გულგრილობა შეიძლება სავალალო შედეგებით დასრულდეს როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის. ამიტომ აქტიური ჩართულობა და დროული დახმარების მოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის.
ამ ტიპის დეპრესიის მართვა დამოკიდებულია მისი სიმძიმის ხარისხზე. ძირითადად გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობა ანტიდეპრესანტებით, ფსიქოთერაპია და თვითდახმარების ჯგუფები.
არსებობს პრაქტიკული რჩევებიც დეპრესიული განწყობის შესამსუბუქებლად:
გახსოვდეთ, მშობიარობის შემდგომი დეპრესია დროებითი მდგომარეობაა, რომელზე ღიად საუბარიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამით არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თქვენს შვილსაც დაეხმარებით.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია მართლაც შემაშფოთებელი რეალობაა, მაგრამ ის დაძლევადია სწორი მიდგომების გამოყენებით. ამ გზაზე უმთავრესია ოჯახის, ახლობლებისა და პროფესიონალების მხრდაჭერა. მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით და დედის საჭიროებებზე ორიენტირებით არის შესაძლებელი ამ რთული პერიოდის გადალახვა და დეპრესიის საბოლოოდ დამარცხება.
8 მაი 2024