”პსპ დაზღვევის” მიერ კომპანიების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის უმეტეს პროგრამებით ფინანსდება:
∙ დაზღვევამდე არსებული დაავადებების გამოკვლევების და მკურნალობის ხარჯები;
∙ ქრონიკული დაავადებების გამოკვლევების და მკურნალობის, მათ შორის მედიკამენტების ღირებულებაას (გარდა მცირე გამონაკლისი შემთხვევებისა);
∙ კორონაროგრაფიის და სტენტირების, შუნტირების ხარჯები როგორც გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე გეგმიურად;
∙ კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული და თერაოიული მკურნალობა;
∙ ენდოკრინოლოგიური და დერმატოლოგიური დაავადებები;
∙ ტონზილექტომია, ადენომექტომია და ცხვირის ძგიდის გამრუდება;
∙ ანტიბაქტერიული და ანტიტეტანური ვაქცინაციის სრული კურსი;
∙ გეგმირი ქირურგია, ორსულობა, მშობიარობა - მოცდის პერიოდის გარეშე;
∙ კბილების გაწმენდა-გაპრიალება Air Flow-ს მეთოდით და ა.შ.
∙ შარდ-სასქესო სისტემების ბაქტერიული და ინფექციური დაავადებები (მათ შორის სოკოვანი დაავადებების მკურნალობის ხარჯები) და ა.შ.
სამედიცინო დაწესებულებების თავისუფალი არჩევანი
”პსპ დაზღვევის” დაზღვეულებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ამბულატორული, სტაციონარული და გადაუდებელი სტომატოლოგიური სამედიცინო მომსახურება ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე შეიძინონ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში. რაც შეეხება გეგმიურ სტომატოლოგიურ მომსახურებას - გთავაზობთ დღეს თბილისში არსებულ მაღალი დონის მაღალკვალიფიციურ და მოთხოვნად სტომატოლოგიურ კლინიკებს.
მომსახურების გამარტივებული სქემა
დაზღვეულების სრული კომფორტისთვის, კომპანია გთავაზობთ სადაზღვევო მომსახურების გამარტივებულ პროცედურას - ეს არის ნებისმიერი სახის გეგმიური ამბულატორიული, მედიკამენტოზური და სტაციონარული მომსახურეობის მიღება ყოველგვარი წინასწარი დასტურის და ოჯახის ექიმის ნებართვის გარეშე.
ანაზღაურების ოპერატიულობა
დაზღვეული ოჯახის ექიმთან ვიზიტის და ყოველგვარი სატელეფონო შეტყობინების გარეშე მიმართვას ექიმ-სპეციალისტს მისთვის სასურველ კლინიკაში, ჩაიტარებს სპეცილაისტის მიერ დანიშნულ კვლევებს, შეიძენს მედიკამენტებს და მომსახურების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარადგენს სრულყოფილ ფინანსურ და სამედიცინო დოკუმენტაციას სადაზღვევო კომპანაიში. თანხა ანაზღაურდება - 5 სამუშაო დღეში უნაღდო ანგარიშსწორებით, ან ხელზე გაიცემა 200 ლარამდე თანხა.
დაზღვეული ასევე უფლებამოსილია მიმართოს სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმს, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საგარანტიო ფურცლით, პროვაიდერ კლინიკებში მისი წარდენის შემთხვევაში დაზღვეული გადაიხდის მხოლოდ პოლისით განსაზღვრულ თანაგადახდის წილს.
გადაუდებელი შემთხვევების ოპერატიული მომსახურება
სატელეფონო შეტყობინება ”პსპ ასისტანსში” აუცილებელი მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღებისას, რათა სადაზღვევო კომპანიამ უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებაში დაზღვეულის ფინანსური მხარდაჭერა და სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი.

