2011 წლის ზაფხულში თბილისში, ორთაჭალაში, კრწანისის ქუჩაზე N12 გაიხსნა PSP-ს, მრავალპროფილური, 150 საწოლიანი, ნიუ-ჰოსპიტალსი.
უახლესი სამედიცინო ტექნიკის, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით, თავისი სტრუქტურითა და პაციენტის მომსახურების სისტემის მიხედვით „ნიუ ჰოსპიტალი“ ერთადერთია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. პე-ეს-პეს ნიუ ჰოსპიტალს ყველანაირი რესურსი გააჩნია საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის.
ნიუ ჰოსპიტალსში უმაღლეს ხარისხშია აყვანილი პაციენტის მოვლის და მასზე ზრუნვის მეთოდები. ყოველდღიურად ჰოსპიტალს შეუძლია 1000 ამბულატორიული პაციენტის უმაღალესი დონის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, სტაციონარი 150 (პაციენტზეა გათვლილი) საწოლიანია.
ნიუს ჰოსპიტალსი დაკომპლექტებულია მზრუნველი და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. ყველა პირობა არის შექმნილი იმისათვის რომ პაციენტმა მიიღოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ნიუ-ჰოსპიტალში პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ გამორჩეული სამედიცინო მომსახურება:
ყველა დონის ქირურგიული ოპერაციები
ყველა ტიპის რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები
ნებისმიერი კრიტიკული მდგომარეობების ოპერატიული მართვა
ჰოსპიტალი აღჭურვილია იაპონური და გერმანული 2011 წლის სამედიცინო ულტრათანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით, მათ შორის რადიოდიაგნოსტიკური დანადგარებით. რეანიამციის ბლოკები აღჭურვილია ყველაზე მაღალტექნოლოგიური, ულტრათანამედროვე გერმანული 2011 წლის აპარატურით.
პე-ეს-პეს ნიუ ჰოსპიტალში 7 საოპერაციო ბლოკია: ნეიროქირურგია, კარდიოქირურგია, ოფთალმოლოგია, ზოგადი ქირურგია, უროლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ენდოვიდეოქირურგია.
ჰოსპიტალში ჰაერის, სამედიცინო აირებისა და ლამინირიებული ჰაერის მართვა საერთო სისტემის მეშვეობით ცენტრალურად იმართება; ზამთარ-ზაფხულ შენობაში ადამიანისთვის კომფორტული ტემპერატურა და ტენიანობაა რეგულირებული. შენობის სტრუქტურას და პაციენტის მომსახურების სისტემას საქართველოში ანალოგი არ აქვს.
პაციენტის მომსახურება, გამოკვლევების სისტემა მთლიანად პაციენტის კომფორტზეა გათვლილი. შენობაში არსებული გაფილტრული ჰაერი და საოპერაციო სივრცეების სრულად სტერილური გარემო მაქსიმალურად იცავს პაციენტებს ინფექციებისგან.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტების კვებასაც. პაციენტების საკვების მომზადება ექიმი-დოეტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ხორციელდება ნიუ-ჰოსპიტალის კვების ბლოკში.


