კომპანიის სახელწოდება PSP, ლათინური გამონათქვამის "Paulatim Summa Petuntur" აბრევიატურას წარმოადგენს და ქართულად ნიშნავს "ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ".
პე-ეს-პე 1995 წლის 3 მაისიდან ფუნქციონირებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.თავდაპირველად პე-ეს-პეს დანერგვის ცენტრი ანუ სადისტრიბუციო კომპანია შეიქმნა, რომელიც საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა.
პე-ეს-პეში პრიორიტეტული მიმართულებებია მედიკამენტების წარმოება ფარმაცევტული საწარმო GMP-ის ბაზაზე, ლიდერობა ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტი, დისიტრიბუციის, სააფთიაქო ქსელის, საავადმყოფოების ქსელის და სადაზღვეო სექტორის განვითარება.
პე-ეს-პე ერთადერთი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში რომელსაც აქვს საერთაშორისო სტანდარტის, თანამედროვე, ინოვაციური ფარმაცევტული საწარმო კავკასიაში - GMP (www.gmp.ge). პე-ეს-პეში ადგილობრივი წარმოების შექმნის იდეა 1998 წელს დაიბადა, როცა აშკარა გახდა რომ იმპორტირებული მედიკამენტების ფასები პერმანენტულად, საშუალოდ წელიწადში ორჯერ, იზრდებოდა. GMP-ში წარმოებული პირველი მედიკამენტი კი 1999 წელს გამოვიდა. ქარხანა აწარმოებს 150-მდე დასახელების, სხვადასხვა ჯგუფის, ახალი თაობის მედიკამენტებს. GMP ერთადერთი ფარმაცევტული საწარმოაკავკასიაში, სადაც წამლები მზადდება წარმოების ყველა აუცილებელი ტექნოლოგიური ეტაპის გავლით. პე-ეს-პეს საწარმოს მისიაა ხელმისაწვდომი გახადოს მოსახლეობისთვის თანამედროვე სამკურნალო საშუალებები. GMP - ევროგაერთიანების ექსპერტების მიერ სერთიფიცირებული ერთადერთი ფარმაცევტული ქარხანაა საქართველოში. ბრიტანელი აუდიტორების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, პე-ეს-პეს ფარმაცევტულმა საწარმომ მოიპოვა ევროგაერთიანების, ჯი-ემ-პის-სათანადო წარმოების პრაკტიკის GMP (Good Manufacturing Practice) სერთიფიკატი, ე.წ. GMP EU სერთიფიკატი რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში არსებული ფარმაცევტული წარმოების ლიცენზიას - გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების წარმოების დოკუმენტს. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ინსპექტორებმა და აუდიტორებმა არაერთხელ შეამოწმეს და ჩაატარეს საკონტროლო აუდიტი GMP-ში და შედეგად უმაღლესი შეფასება მისცეს საწარმოში ხარისხის მართვის პროცესს, პერსონალის პროფესიონალიზმს, ხარისხის კონტროლის ტექნიკურ კომპეტენტურობაზე აკრედიტირებულ ლაბორატორიას.
სათანადო წარმოების ევროპული ჯი-ემ-პის სერთიფიკატი ნებას რთავს საწარმოს განახორციელოს ექსპორტი დსთ-ს და ევროგაერთიანების ქვეყნებში. ასეთი რანგის სერთიფიკატი კავკასიაში მხოლოდ პე-ეს-პეს საწარმო GMP-ის გააჩნია. ამჟამად, GMP წარმატების ახორციელებს ექსპორტს 9 ქვეყანაში და 2011 წლის განმავლობაში დაგეგმილია საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა რაც ხელს შეუწყობს ქართული წამლის საერთაშორისო დონეზე აღიარებას.
პე-ეს-პე 1995 წლიდან წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. მედიკამენტების იმპორტიორ სხვა კომპანიებს შორის პე-ეს-პეს პირველი ადგილი უკავია. ის უშუალოდ მწარმოებელი 1000-ზე მეტი ფარმაცევტული ქარხნისგან აწარმოებს 3000-მდე დასახელების მედიკამენტების და სამკურნალო კოსმეტიკისა და ჰიგიენური საშუალებების იმპორტს და მათ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. ის ფაქტი რომ პე-ეს-პე აწარმოებს მედიკამენტების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისგან პირდაპირი გზით უზრუნველყობს წამლების გარანტირებულ ხარისხს, სწორედ ამიტომ მომხმარებლისთვის პე-ეს-პე ხარისხის გარანტია. პე-ეს-პე საწყობებში სადისტრიბუციო საქმიანობა მიმდინარეობს სადისტრიბუციო ფირმის სათანადო სტანდარტის (GDP – Good Distribution Practice) მიხედვით. სადისტრიბუციო სისტემა მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით რაც საშუალებას იძლევა დაცული იყოს თითოეული წამლისთვის განსაზღვრული სპეციალური ტემპერატურა და ტენიანობა, რაც კიდევ ერთხელ უზრუნველყობს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების მოხვედრას სააფთიაქო ქსლეში.
პე-ეს-პეს აქვს საკუთარი სააფთიაქო ქსელი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს ყველაზე დაბალ ფასებში, კვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურებას და ამ დროისთვის აერთიანებს 160-ზე მეტ აფთიაქს, მთელი საქართველოს მაშტაბით. პე-ეს-პეს აფთიაქებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას და სწორედ ამ მიზნით კომპანიაში ფუნქიცონირებს ტრეინინგ-ცენტრი, სადაც ფარმაცევტები მუდმივად გადიან სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს.
პე-ეს-პეს სააფთიაქო ქსელი ერთადერთია მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეში, რომელმაც შეძლო მრავალეტაპიანი ინსპეციის შედეგად აეღო ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი. მას შემდეგ რაც პე-ეს-პემ წარმატებით გაიარა სასერთიფიკაციო აუდიტი, გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანიზაციამ “TUV-Reinland/Berlin-Branderburg Group”-მა პე-ეს-პეს სააფთიაქო ქსელს მიანიჭა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (International Organization for Standardization) სერთიფიკატი ISO 9001:2000. ეს ფაქტი სცილდება ლოკალურად ერთი კომპანიის წარმატების საზღვრებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას იძენს.
ძალიან მალე ფუნქციონირებას დაიწყებს პე-ეს-პეს მრავალპროფილიანი, 150 საწოლიანი, ევროპული სტანდარტების საავადმყოფო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მაღალკვალიფიციური კადრით, აღჭურვილი იქნება უახლესი აპარატურით და დაასაქმებს 1000-ზე მეტ ადამიანს.
2010 წლის ოქტომბრის თვეში ფუნქციონირება დაიწყო პე-ეს-პეს სამედიცინო დაზღვევამ, რომელიც უკვე 2011 წელს მნიშვნელოვან პოზიციებს დაიკავებს სადაზღვეო ბაზრის კორპორატიულ სეგმენტზე.


