ქართული English Русский
 
მთავარი კონტაქტი Sitemap
პე-ეს-პე იმპორტი/დისტრიბუცია
პე-ეს-პეს ერთ-ერთი მძლავრი ნაწილი და დასაყრდენი, მისი ძლიერი და სტაბილურად აწყობილი მედიკამენტების დისტრიბუციის სისტემაა
პე-ეს-პე აფთიაქი
პე-ეს-პე აფთიაქი დაფუძნდა 2002 წელს. წლების მანძილზე პე-ეს-პეს სააფთიაქო ქსელი დღითიდღე ფართოვდება. დღეს საქართველოს მასშტაბით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 90-მდე PSP აფთიაქის მომსახურებით.
ჩემი ოჯახის ბარათი
“ჩემი ოჯახის ბარათის” მეშვეობით პე-ეს-პეს სააფთიაქო ქსელის მეგობრები მიიღებენ სხვადასხვა სახის საჩუქრებს და შეღავათებს
დამატებითი გათამაშება
პსპ–ს მორიგი გათამაშება გაიმართება 26 სექტემბერს 18:30 წთ–ზე რუსთავი 2 ის პირდაპირ ეთერში . გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა
PSP-ს საფეხბურთო გუნდი
"PSP" _ მეხუთედ გახდა ,,წლის რჩეული ბრენდი”
ქართული ბრენდის დღე
ქართული კომპანია ევროპულ ბიზნეს ასამბლეაზე
22.05.2010: PSP-ს საფეხბურთო გუნდი

"პე-ეს-პე"-ს საფეხბურთო გუნდი 2009 წელს  თანამშრომლების ბაზაზე ჩამოყალიბდა და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ  მან  ბრძოლისუნარიანი და წარმატებული გუნდის სახელი დაიმკვიდრა. ის არის გამორჩეული და მებრძოლი, რომელიც სანახაობრივ ფეხბურთსაც თამაშობს და ანგარიშგასაწევი ძალაცაა ნებისმიერი მეტოქისათვის.   
"პე-ეს-პე"  იყო ერთადერთი ფარმაცევტული კომპანია, რომელმაც  წარმატებით იასპარეზა ,,ბიზნეს ჩემპიონთა ლიგაში" და მხარი დაუჭირა ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას.
ამჟამად,  ჩვენი გუნდი ასპარეზობს  კიდევ ერთ  ტურნირში - "მოყვარულ ფეხბურთელთა ლიგა",  ამ დროისთვის ჩატარებული   ყველა მატჩი  "პე-ეს-პე-"ს გამარჯვებით  დასრულდა და გუნდი უკვე ნახევარფინალშია,   მოთამაშეები კი  ლიდერობენ    ისეთ ნომინაციებში, როგორიცაა  - საუკეთესო მოთამაშე,  საუკეთესო გოლის ავტორი და ბომბარდირი, სწორედ  ამიტომ  ტურნირის ორგანიზატორები ჩვენს გუნდს გამარჯვების რეალურ პრეტენდენტად მოისაზრებენ.
საფეხბურთო გუნდის ასეთი წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი ერთგულმა  გულშემატკივარებმაც შეიტანეს,  რომლებიც კომპანიის მაისურებში გამოწყობილები აქტიურ გულშემატკივრობას უწევენ მოთამაშეებს და თავადაც იმსახურებენ ტურნირის მონაწილეთა და ორგანიზატორთა დადებით შეფასებას.

"მოყვარულ ფეხბურთელთა ლიგაში"  "პე-ეს-პე"-ს მიერ ჩატარებული მატჩების ქრონიკა:
"პე-ეს-პე"  7-1  ფინანსთა სამინისტრო
"პე-ეს-პე"  4-2  `საქართველოს დიპლომატიური სერვისი"
"პე-ეს-პე"  8-1  `საქართველოს ბარათების წარმოება"
"პე-ეს-პე"  3-2  `საქართველოს ბარათების წარმოება"
"პე-ეს-პე"  4-1  `საქართველოს დიპლომატიური სერვისი"
"პე-ეს-პე"  5-1  ფინანსთა სამინისტრო
 "პე-ეს-პე"  3-0  "რედისონი"


"პე-ეს-პე ჯგუფი"  წარმატებას  და გამარჯვებას უსურვებს საფეხბურთო გუნდს    მომავალ ასპარეზობებში.

 
 




უკან უკან
ბეჭდვა
 
Created By: Pro-Service Copyright © 2010 PSP. All Rights Reserved.