"ჯი-ემ-პი" ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელსაც 2009 წლის ევროპულ ბიზნეს-ასამბლეაზე საერთაშორისო პრიზი "ევროპული ხარისხი" გადაეცა.
ამ ღონისძიებას დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ოქსფორდში ჩაეყარა საფუძველი, დღეს "EBA" (Europe Business Assembly) დაჯილდოვების ცერემონიები არა მარტო დიდ ბრიტანეთში ტარდება, 2009 წლის "ხარისხის დაჯილდოვების" ცერემონიალი ავსტრიაში, ვენაში, პილავიცის სასახლეში ჩატარდა; "EBA" სწავლობს ახალი ევროპის ქვეყნების კომპანიების საქმიანობას ხარისხთან მიმართებაში. სწორედ ხარისხის დანერგვისა და უზრუნველყოფის (მენეჯმენტის) წარმატებების ნიშნით ქართული ფარმაცევტული საწარმო ნომინირებული და დაჯილდოვებული იქნა "EBA"-ს გენერალური დირექტორის ჯონ ნეტინგის (John Netting) მიერ "ევროპული ხარისხის ჯილდოთი".
GMP - ეს არის ადგილობრივი წარმოება დასავლური სტანდარტების შესაბამისად, სადაც საქართველოში პირველად დაინერგა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა. ამ აღიარების დასტურია გერმანული და ბრიტანული სალიცენზიო ორგანოების მიერ მინიჭებული წარმოების საერთაშორისო სტანდარტის (GMP) და ხარისხის მართვის სტანდარტის (ISO) სერთიფიკატები.