,,ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია ბრენდების
პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალებაა” - ამბობენ რჩეული ბრენდების
ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორები და მათ ქართველი
ბიზნეს-ლიდერებიც ეთანხმებიან.
როგორც ცნობილია, ,,ოქროს ბრენდი” იმ კომპანიებს აჯილდოვებს, რომლებმაც
საქართველოს ბაზარზე ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს
მიაღწიეს. კომპანიების კრეატიულ გადაწყვეტილებებს და ბრენდის სავაჭრო
ნიშნის ცნობადობას, მისი პოპულარიზაციისთვის გამოყენებულ პროექტებს
ტრადიციულად კვალიფიციურ ექსპერტთა ჯგუფი აფასებს.
9 მარტს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია ჰოტელში” უკვე მეხუთედ რჩეული
ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. კომპანია ,,Global Idea-მ და
გაზეთმა ”Financial”-მა ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი პროექტი,
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის
მხარდაჭერით განახორციელა. სულ 2009 წლის ,,ოქროს ბრენდის" დაჯილდოვების
ცერემონიაზე, რჩეულ ბრენდად, სხვადასხვა სფეროს 30-ზე მეტი კომპანია
დასახელდა; აღსანიშნავია, რომ უკვე მეხუთედ, ფარმაციის წლის რჩეული ბრენდის
ტიტული "PSP"-მ მიიღო.